Jump to content

გაყიდვაში გამოვა ბიუჯეტური მოდელები GeForce RTX 3070 და გეიმინგ დაფა RTX 3060 Ti – დეტალები და ფასები


Recommended Posts

მალე ბაზარზე გამოვა დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფები GeForce RTX 3070 და RTX 3060 Ti. GeForce RTX 3000 სერიის დაფების რაოდენობა მაღაზიებში არც ისე ბევრია. ყველა არსებული მათგანი არის NVIDIA-ს პარტნიორი კომპანიების მოდელები. როგორც წესი, კომპანიებმა თავდაპირველად გამოუშვეს მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული დაფები, რომლებიც ეტალონურ მოდელებთან შედარებით ძვირია და ოდნავ სწრაფი. ამ ყველაფერმა დეფიციტთან ერთად გამოიწვია ის, რომ ხელმისაწვდომი მოდელები პრაქტიკულად აღარაა. როგორც ჩანს, ვითარება მალე მკვეთრად შეიცვლება. 

image.png 

ცნობილი ხდება, რომ მალე გველოდება RTX 3060 Ti სერიის ვიდეო დაფების ტალღა. ეს გახლავთ ათეულობით მოდელი კომპანიებისგან - Gigabyte, Inno3d, ZOTAC, Palitდა სხვა. პირველად ფასებს შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ. ისინი 400 აშშ დოლარს აღემატება და ჯერჯერობით არც ისე გონივრულად გამოიყურება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ პირველი ეტაპი და მათ მოჰყვება გაცილებით დაბალფასიანი ვარიანტებიც. 

image.png 

ამის დამამტკიცებელი საბუთია დაფები MSI GeForce RTX 3070 Twin Fan და ZOTAC GeForce RTX 3070 Twin Edge OC. პირველ მათგანს აქვს ბიუჯეტური ქულერი და საკმაოდ უბრალო დიზაინი. დაფას აქვს 8+6-პინიანი კვების კონექტორი და მცირე ქარხნული აჩქარება 1740 მეგაჰერცამდე. ფაქტობრივად, ჩვენ წინაშეა ეტალონური ვერსია, რაც მწარმოებელ კომპანიას საშუალებას მისცემს მასზე გონივრული, ხელმისაწვდომი ფასი დააწესოს. 

image.png 

მეორე უკვე კარგად ცნობილი მოდელის თეთრი ვარიანტია და აქვს მცირე 1755 მჰც-მდე აჩქარება. ეს დაფაც მიეკუთვნება დაბალბიუჯეტურ სერიას და საშუალებას იძლევა ბაზარზე გაიზარდოს იაფი ვიდეო დაფების რაოდენობა. ეს იქნება ჯერ მხოლოდ პირველი დაფები, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ გეიმერების მოთხოვნები. 

 

Link to comment
Share on other sites

ეგ რაღაც ლევი ფასები ჩანს, აი 700 ევრო რომ ადევს 3070 ეგეთი პონტი და 850-900 3080 ევროპის ზოგიერთ მაღაზიაში ევროებში, ამაზონ-ნიუეგ-ბესტ ბაი-მიკროცენტრში 450$ ეღირება წესით მაქსიმუმ ან უფრო დაჟე 400-420$ ეგ კარტები, ტოპოვი დაჯდება უფრო 450$, 550 ევრო ეგ ზავიშენი ფასია, ნუ 3070 კონკურენტი 6700 ნავის ლამის 450$ ეღირებაო 12გბ VRAM და ეგ ვისღა უნდა 550 ევროთ ლოლ ლამის 6გბ თან, 3070Ti უნდა იყოს ჩემი აზრით 2K სერიოზული გეიმინგისთვის რომ არ გაგწეწოს უბედურათ ნვიდიას კარტებიდან ყველაზე კარგი პონტი ასე 620$ თუ დაადეს არარეფერენსებს კარგი ვარიანტია რატომაც არა სადღაც 6800 570$ დონის მაინც რომ იყოს დაახლოებით უფრო მძლავრი RTX რეჟიმით GDRR6X 10gb VRAM მაინც, ანუ 3080 კასტრატი, როგორც ეგ 1070Ti და 1080 შემთხვევაში იყო მანამდე

Link to comment
Share on other sites

კაროჩე 3060 ti - ს 450 თუ დაადეს არანაირად არა ღირს, წაამატო და 3070 იყიდო ჯობია :)

Link to comment
Share on other sites

400$ იქნება მაგის ფასი და მაგის ანალოგიური ნავის 350$, მაგრამ როგორც ყოველთვის 50$+ ნაცენკა მაინც ედება უფრო სერიოზულ არარეფერანსებზე, 3090-3080 შემთხვევაში ან 3070 ეგ ნაცენკა კიდე უფრო მეტია, ნუ 100$ განსხვავება და ეგ მინიმუმ 3060Ti და 3070შორის ერთი დონის მოდელებზე დაახლოებით და ეგრე იქნება 3070 და 3070Ti შორის, +-20$ მაქსიმუმ, მაგრამ ჭორების მიხედვით 3070Ti ორნაირი მოდელი გამოდიოდა ვითომ, 16gb VRAM ნავისნაირი გამტარობით დაახლოებით GDDR6-ზე და უფრო სწრაფი 10gb GDDR6X როგორიც 3080 აყენია, მაგასაც მალე გავიგებთ რა და როგორაა, მაგრამ მგონი ორივე ლაგერმა ცოტა დაატორმუზა ახალი მოდელების დაანონსება რახან ძველებზე მოშნი დეფიციტია და ჯერ არაა ისეთი აქტუალური და მითუმეტეს ხელსაყრელი დრო მაგეების გამოშვების მაინც, ნუ ნავი 3900XT 1000$ 10 დეკემბრისთვის გამოდის, დანარჩენი ჯერ უცნობია ყველაფერი ნავი იქნება თუ ნვიდია, მაგრამ მაგ 3070Ti-3060Ti ვითომ დეკემბრისთვის ელოდებიან, მე რატომღაც მგონია რომ იანვარ-თებერვალში გამოვა სხვა მოდელები, მათ შორის 3080Ti 12გბ იქნება თუ მთლათ 20 როგორც ბოლო ინფოებში ამბობდენ

Link to comment
Share on other sites

ხო 8გბ ყოფილა ეგეც, ნავი 12გბ იქნებაო უფრო მგონი 350$ ეგ როცა გამოვა შემდეგი წლისთვის უფრო, ლაპარაკია ალბათ 6600(XT) არაა ზუსტი სახელი ჯერ დაჟე ცნობილი როგორც ზუსტი vram, მე უფრო 3070tI მომწონს თუ მართლა 600$ დაადეს, კაკრაზ 750$ დაითრევ როცა 3080 ლამის 900$ აარტყამს მაიმარკეტზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.