Jump to content

Gigabyte-მა წარადგინა Radeon RX 6800 და RX 6800 XT ვერსიებში - Aorus Master და Gaming OC


Recommended Posts

AMD-მ შეზღუდვები მოხსნა არაეტალონური Radeon RX 6800 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ანონსსა და მიმოხილვაზე, ამიტომ კომპანიის ზოგიერთმა პარტნიორმა გადაწყვიტა წარადგინოს საკუთარი გადაწყვეტილება. რეალურად, არარეფერენსული ახალი Radeon ვიდეო დაფები ჯერ არც ისე ბევრია. ამჯერად Gigabyte-მა წარადგინა მოდელები Radeon RX 6800 XT და RX 6800 ვერსიებში Aorus Master და Gaming OC. 

image.jpeg 

 

ახალ დაფებს გაგრილების მასიური სისტემა აქვს სამი ქულერით და პერსონალური კომპიუტერის კორპუსში იკავებენ გაფართოების სამ სლოტს. სხვათა შორის, გაგრილების სისტემები, რომლებიც გამოიყენება Radeon RX 6800 (XT) ვიდეო დაფების Aorus Master და Gaming OC ვერსიებში, დიდად არ განსხვავდება იმავე მწარმოებლის GeForce RTX 30xx მოდელებში გამოყენებული სისტემებისგან. 

 image.jpeg

ახალი Radeon-დაფების სტანდარტულ და XT-ვარიანტებს აქვთ ორი 8-პინიანი კვების კონექტორი. პარალელურად, ამაჩქარებლების ყველა ვერსია წარმოდგენილია ორმაგი BIOS-სისტემით, უხმაურო და ეფექტური მუშაობით, აგრეთვე სრული ზომის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტებით. 

image.jpeg

Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Aorus Master 

image.jpeg 

Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Gaming OC 

Aorus Master ვიდეო დაფების სერია წარმოდგენილია ორი ვარიანტით. ერთ-ერთში მოცემულია USB Type-C კონექტორი, მეორე მათგანის კონექტორების ნაკრების შემადგენლობაა ორი DisplayPort და ორი HDMI. ვინაიდან ეს სერია Gigabyte-ის ფლაგმანია, მასში შემავალ ვიდეო დაფებ აქვთ პატარა OLED-ეკრანი, რომელზეც აისახება სასარგებლო ინფორმაცია გრაფიკული ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ (ტემპერატურა, მეხსიერების სიხშირე, GPU და ა.შ.). 

image.jpeg

Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Aorus Master 

image.jpeg

Gigabyte Radeon RX 6800 (XT) Gaming OC 

სამწუხაროდ, მწარმოებელი კომპანია არ გვიზიარებს Aorus Master-დაფების სრულ ტექნიკურ მახასიათებლებს, თუმცა მოგვაწოდა ინფორმაცია უმცროსი Gaming OC სერიის მოდელების სიხშირეების შესახებ. მაშ ასე, Radeon RX 6800XT-ის GPU-ის სიხშირეა 2045 და 2285 მჰც გეიმინგ და Boost-რეჟიმებში, რაც 6.1 და 2.4%-ით მაღალია ამ დაფის ეტალონური ვერსიის მაჩვენებლებთან შედარებით. რაც შეეხება სტანდარტულ Radeon RX 6800 Gaming OC მოდელს, მისი სიხშირეებია 1925 და 2155 მჰც იმავე რეჟიმებში, რაც საშუალოდ 1.5%-ით მაღალია ეტალონურ მაჩვენებელთან შედარებით. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.