Magdalena Posted November 27, 2020 Share Posted November 27, 2020 ინტერნეტში გამოჩნდა სლაიდები კომპანია NVIDIA-ს მიერ ლეპტოპებისთვის რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფის მახასიათებლებით. სლაიდების თანახმად, მომდევნო თაობის ლეპტოპები ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც მაღალი წარმადობის AMD Ryzen 5000H პროცესორებით, ისე NVIDIA GeForce RTX 3000 გრაფიკული დაფებით. მობილური AMD Ryzen 4000H პროცესორების ამჟამინდელი თაობა შემოიფარგლება PCIe 3.0 x8-ით, რის გამოც რომ ახალ ლეპტოპებში ყველაზე ძლიერი გრაფიკული დაფა იყო RTX 2060. ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რადგანაც ახალი ინფორმაციის თანახმად NVIDIA RTX 3070 და RTX 3080 დაფები წარმოდგენილი იქნება მომდევნო თაობის Ryzen 7 პროცესორებთან ერთად. AMD Cezanne (Ryzen 5000H) ლეპტოპები უკვე შესულია გრძელვადიან გეგმაში GeForce RTX 3070 და RTX 3080 ვიდეო დაფებთან. სლაიდის თანახმად, კომპანია მზადაა მხარი დაუჭიროს AMD Ryzen 5000-ის ბაზაზე მოქმედ სისტემებს. ამგვარი რამ დიდ ზეწოლას მოახდენს Intel-ზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დომინირებდა ლეპტოპების ბაზარზე. რეკომენდებული კონფიგურაციის თანახმად, RTX 3060 გრაფიკა შემოთავაზებული იქნება 999 აშშ დოლარიდან ზემოთ ფასის მქონე ლეპტოპებში. RTX 3070 ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება 1299 აშშ დოლარის ზემოთ ფასიან ლეპტოპებში. უმაღლესი დონის RTX 3080 დაფები კი წარმოდგენილი იქნება ლეპტოპებში, რომელთა ფასი იქნება არანაკლებ 1999 აშშ დოლარი. NVIDIA-ს სამივე ვიდეო დაფა უკვე აღწერილია პორტალ Notebookcheck-ის მიერ. RTX 3080-ს ექნება გრაფიკული პროცესორი GA104-775, RTX 3070-ს - GA104-770, RTX 3060-ს კი - GA104-610. მეხსიერების კონფიგურაცია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა ვარიანტის შესაბამისად ამ დაფებს ვიხილავთ 8 და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით. ისევე როგორც ადრე, წარმოდგენილი იქნება ვიდეო დაფების ორი ვარიანტი: Max-P ან Max-Q. NVIDIA-ს, AMD-სა და Intel-ს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ როდის უნდა გამოვიდეს მომდევნო თაობის მობილური კომპიუტერები. ცნობილია ის, რომ ანონსები მოსალოდნელია გამოფენა CES 2021-ზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. https://bit.ly/2V1vkBy Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.