Jump to content

Nvidia-მ გამოაქვეყნა მობილური RTX 3000 ვიდეო დაფების გამოშვების გეგმა


Recommended Posts

ინტერნეტში გამოჩნდა სლაიდები კომპანია NVIDIA-ს მიერ ლეპტოპებისთვის რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფის მახასიაებლებით. 

სლაიდების თანახმად, მომდევნო თაობის ლეპტოპები ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც მაღალი წარმადობის AMD Ryzen 5000H პროცესორებით, ისე NVIDIA GeForce RTX 3000 გრაფიკული დაფებით. მობილური AMD Ryzen 4000H პროცესორების ამჟამინდელი თაობა შემოიფარგლება PCIe 3.0 x8-ით, რის გამოც რომ ახალ ლეპტოპებში ყველაზე ძლიერი გრაფიკული დაფა იყო RTX 2060. ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რადგანაც ახალი ინფორმაციის ანახმად NVIDIA RTX 3070 და RTX 3080 დაფები წარმოდგენილი იქნება მომდევნო თაობის Ryzen 7 პროცესორებთან ერთად. 

image.png 

AMD Cezanne (Ryzen 5000H) ლეპტოპები უკვე შესულია გრძელვადიან გეგმაში GeForce RTX 3070 და RTX 3080 ვიდეო დაფებთან. სლაიდის თანახმად, კომპანია მზადაა მხარი დაუჭიროს AMD Ryzen 5000-ის ბაზაზე მოქმედ სისტემებს. ამგვარი რამ დიდ ზეწოლას მოახდენს Intel-ზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დომინირებდა ლეპტოპების ბაზარზე. 

რეკომენდებული კონფიგურაციის თანახმად, RTX 3060 გრაფიკა შემოთავაზებული იქნება 999 აშშ დოლარიდან ზემოთ ფასის მქონე ლეპტოპებში. RTX 3070 ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება 1299 აშშ დოლარის ზემოთ ფასიან ლეპტოპებში. უმაღლესი დონის RTX 3080 დაფები კი წარმოდგენილი იქნება ლეპტოპებში, რომელთა ფასი იქნება არანაკლებ 1999 აშშ დოლარი. 

image.png 

NVIDIA-ს სამივე  ვიდეო დაფა უკვე აღწერილია პორტალ Notebookcheck-ის მიერ. RTX 3080-ს ექნება გრაფიკული პროცესორი GA104-775, RTX 3070-ს - GA104-770, RTX 3060-ს კი - GA104-610. მეხსიერების კონფიგურაცია ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუმცა ვარიანტის შესაბამისად ამ დაფებს ვიხილავთ 8 და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით. ისევე როგორც ადრე, წარმოდგენილი იქნება ვიდეო დაფების ორი ვარიანტი: Max-P ან Max-Q. 

NVIDIA-ს, AMD-სა და Intel- ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ როდის უნდა გამოვიდეს მომდევნო თაობის მობილური კომპიუტერები. ცნობილია ის, რომ ანონსები მოსალოდნელია გამოფენა CES 2021-ზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.