Jump to content

2022 წელს TSMC Intel-ისთვის გამოუშვებს Core i3 პროცესორებს 5 ნმ ტექნოლოგიით


Recommended Posts

არაერთხელ იქნა ნათქვამი, რომ Intel-ის მიერ TSMC-ის საწარმოო შესაძლებლობების მოზიდვა არ შემოიფარგლება მხოლოდ 7 ნმ და 6 ნმ კომპონენტების წარმოებით, არამედ გაგრძელდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ტაივანური რესურსი TechNews განმარტავს, რომ საქმე ეხება Core i3 კლასის ცენტრალური პროცესორების წარმოების შეკვეთებს, რომელთა შესრულებას TSMC დაიწყებს 2022 წელს. 

image.jpeg 

უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე Intel თუ ანდობდა TSMC-ს ცენტრალური პროცესორების გამოშვებას, საუბარი ეხებოდა მხოლოდ ჩინელ პარტნიორებთან ერთობლივ პროდუქტებს, რომლებიც ინტეგრირებული 3G-მოდემებით აღიჭურვებოდა. იგეგმებოდა, რომ 7 და 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით TSMC გამოუშვებდა Intel-ისთვის გრაფიკულ პროცესორებსა და მათ ცალკეულ კომპნენტებს. ჩანს, რომ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში, თუკი ხმები გამართლდება, Intel-ი TSMC-ს ანდობს ყველაზე ძვირფასს - სამომხმარებლო კლასის ცენტრალური პროცესორების გამოშვებას. 

იგივე წყარო აღნიშნავს, რომ Samsung-თან თანამშრომლობის გაღრმავების გამოცდილების შემდეგ Qualcomm შეძლებს TSMC-ის კონვეირზე განათავსოს შეკვეთები 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით Snapdragon 895 სერიის პროცესორების დამზადებისთვის 2022 წელს. პირველწყაროს ინფორმაციის თანახმად, NVIDIA-ც დაუბრუნდება TSMC-ს, რომელმაც წელს Samsung-თან თანამშრომლობისგან არც თუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებები მიიღო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.