Jump to content

SpaceX-მა წარმატებით გაუშვა Crew Dragon ეკიპაჟით საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ


Recommended Posts

კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა რაკეტა Falcon 9 კოსმოსურ ხომალდ Dragon-ით პილოტირებული მისია Crew-1-ის ფარგლებში. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაფრინდნენ ამერიკელი ასტრონავტები Michael Hopkins, Victor Glover, Shannon Walker, აგრეთვე იაპონელი ტაიკონავტი Soichi Noguchi. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NASA 

თუ არ ჩავთვლით Crew Dragon-ის სატესტო პილოტირებული ფრენებს, 16 ნოემბრის ღამის  Crew-1-ის მისია გახდა ცხრა წლის მანძილზე პირველი დამოუკიდებელი პილოტირებული კოსმოსური ფრენა, რომელიც აშშ-მა განახორციელა. 

რაკეტის აფრენა განხორციელდა ფლორიდის შტატში არსებული კანავერალის კოსმოდრომიდან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რაკეტა Falсon 9-ის მრავალჯერადი პირველი დონე წარმატებით დაეშვა SpaceX-ის მცურავ პლატფორმაზე ფლორიდის სანაპიროზე. 

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე რაკეტა SpaceX Crew Dragon მისია Crew-1-ის ეკიპაჟთან ერთად გაშვების დროიდან დაახლოები 16 საათში მიაღწევს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.