Jump to content

თუკი TSMC ვერ გაუმკლავდება, შესაძლოა Samsung-მა გამოუშვას 5-ნანომეტრიანი Apple M1 პროცესორები


Recommended Posts

ყოველკვარტალური მოხსენების კონფერენციაზე Samsung Electronics-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია იწყებს ფლაგმანური 5-ნანომეტრიანი კომპონენტების მიწოდებას, ხოლო მომავალ წელს ელოდება ახალი მსხვილი დამკვეთების მოზიდვას საკონტრაქტო ბიზნესში. სამხრეთკორეული წყაროების თანახმად, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს Apple თავისი ახალი M1 პროცესორით. 

image.jpeg 

ამის შესახებ გვატყობინებს რესურსი Business Korea კომპანია NH Investment & Securities-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, ტაივანური კომპანია TSMC, რომელიც ახლა Apple M1 ჩიპებს აწარმოებს, უბრალოდ ვერ უმკლავდება მოცულობებს. ამ დროისთვის, M1-ის შეკვეთა წარმოადგენს TSMC-ის მთლიანი 5-ნანომეტრიანი წარმოების კვოტის მეოთხედს, კომპანიამ  ასევე უნდა გამოუშვას 5-ნანომეტრიანი პროცესორები iPhone 12-ისთვის და მოემსახუროს სხვა დამკვეთებსაც. ექსპერტების აზრით, 5-ნანომეტრიანი M1 პროცესორების ძირითადი მოცულობის წარმოება შესაძლოა Samsung Electronics-ის ხელში გადავიდეს. 

Samsung-ს აქვს Apple-ის პროცესორების წარმოების გამოცდილება - 2015 წლამდე იგი ამ პროცესით წარმატებით იყო დაკავებული, შემდეგ კი უპირატესობა გადავიდა მეორე ტექნოლოგიური გიგანტის, TSMC-ის მხარეს, რომელმაც Apple-ს შესთავაზა ჩიპების შეფუთვის უფრო პროგრესული მეთოდები. აქვე გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც - Samsung-ი კვლავ Apple-ის მავარი კონკურენტია სმარტფონების ბაზარზე, ამიტომაც მისთვის მთავარი კომპონენტის წარმოების მინდობა მხოლოდ საგანგებო ვითარების შემთხვევაშია მოსალოდნელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.