Jump to content

AMD-მ წარადგინა ახალი მიკროპროცესორები - Ryzen Embedded V2000


Recommended Posts

image.png

კომპანია AMD-მ წარადგინა Ryzen Embedded სერიის ახალი მიკროპროცესორები - 7-ნანომეტრიანი Ryzen Embedded V2000. თავად კომპანიის შეფასებით, V2000 სერიის მიკროპროცესორები V1000 სერიის წარმომადგენლებს წარმადობის მხრივ 30%-ით აღემატება, გრაფიკის მხრივ კი - 40%-ით. პროცესორებს აქვთ 3200 მჰც სიხშირეზე მომუშავე DDR4 მეხსიერების მხარდაჭერა. ახალ სერიის მთავარი ფლაგმანია რვაბირთვიანი Ryzen Embedded V2748. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ გაეცნოთ პროცესორების მახასიათებლებს. 

image.png 

ახალი პროცესორები, წინა თაობის მოდელების მსგავსად, გამოყენებული იქნება Mini STX-ის ბაზაზე არსებულ კომპიუტერებში. პროცესორებს აქვთ შესაძლებლობა - დაუკავშირდნენ 4K გაფართოებისა და 60 კადრი სიხშირის მქონე ოთხ მონიტორს. AMD ამტკიცებს, რომ სიმძლავრისა და ფუნქციონალის პარალელურად პროცესორები გამოირჩევა უსაფრთხოების მაალი დონით და აღჭურვილნი იქნებიან AMD Memory Guard ტექნოლოგიით, რომელიც დაშიფვრის გზით მონაცემებს დაიცავს მათზე წვდომის სურვილის მქონე ჰაკერებისგან. 

კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე მოლაპარაკებულია ASRock-თან, Sapphire-თან, Advantech-სა და სხვა კომპანიებთან მინი პერსონალურ კომპიუტერებში პროცესორების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.