Magdalena Posted November 7, 2020 Share Posted November 7, 2020 შედგა ულტრაპორტატულ კომპიუტერ Razer Book 13-ის დებიუტი, რომელსაც აქვს 13.4-დუიმიანი დისპლეი და მე-11 თაობის Intel Core (Tiger Lake ) პროცესორი. მოწყობილობის გაყიდვა დაიწყება მიმდინარე თვეში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 1200 აშშ დოლარი. ეკრანი შესაძლოა იყოს Full HD+ (1920 × 1200 პიქსელი) ფორმატის, სენსორული მართვის მხარდაჭერით ან მის გარეშე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია სენსორული UHD+ (3840 × 2400 პიქსელი) პანელი. ყველა მოდიფიკაციის შემთხვევაში ხელმისაწვდომია 100%-იანი sRGB ფერთა გამა. მოდიფიკაციის მიხედვით გამოყენებულია ჩიპი Core i5-1135G7 ან Core i7-1165G7. LPDDR4x-4267 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 ან 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია SSD PCIe M.2 მოცულობით - 256 გბ ან 512 გბ. ლეპტოპს აქვს ინდივიდუალური Razer Chroma განათების ღილაკების მქონე კლავიატურა, ასევე აუდიო ქვესისტემა THX Spatial Audio, Wi-Fi 6 (802.11ах) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები - Thunderbolt 4 (USB Type-C), USB 3.2 Type-A, HDMI 2.0, microSD სლოტი და 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. ერთ სრულ დამუხტვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 11-14 საათი კომპლექტაციის შესაბამისად. ლეპტოპის ზომებია 295.6 × 198.5 × 15.5 მმ, წონა - 1.34 კილოგრამი. https://bit.ly/38ilrY2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.