Jump to content

ილონ მასკი მომდევნო თვეში განახლებულ Tesla Cybertruck-ს წარადგენს


Recommended Posts

თითქმის ერთი წელიწადი გავიდა ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის პრეზენტაციიდან. როგორც ცნობილია, კომპანია აგრძელებს მუშაობას მისი კონსტრუქციის სრულყოფაზე და მალე მზად იქნება წარგვიდგინოს, თუ რა შეიცვალა ელექტრომობილში ბოლო თვეების მანძილზე. 

image.jpeg 

რესურს Roadshow-ს მონაცემების თანახმად, Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ისაუბრა კომპანიის ერთ-ერთ გულშემატკივართან, რომ განახლებული Cybertruck-ის დემონსტრაცია შესაძლოა „დაახლოებით ერთ თვეში შედგეს“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ოფიციალური გრაფიკი, განსაკუთრებით იმ კომპანიისთვის, რომელსაც ანონსების გადავადება ახასიათებს, თუმცა როგორც ჩანს განახლებული ელექტრომობილის წარდგენამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. 

მასკმა აღნიშნა, რომ განახლებულ ელექტრო პიკაპში წარმოდგენილი იქნება „ბევრი წვრილ-წვრილი ცვლილება“ და „მნიშვნელოვანი დეტალები“. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ Tesla განიხილავდა პიკაპის კორპუსის ზომის შემცირებას, თუმცა შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვა. 

მასკმა ადრე ასევე ისაუბრა Automotive News-თან ინტერვიუში, რომ Cybertruck-ის პროექტის ავარდნის შემთხვევაში კომპანია მზადაა შექმნას „ნორმალური პიკაპი“ მხოლოდ იმ შემხვევაში, თუ მოხდება რამე გაუთვალისწინებელი. ჯერჯერობით Cybertruck-ის დიზაინში დიდი ცვლილებები არ იგეგმება მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ მოსწონს მისი გარეგნული იერსახე და დიდი გაბარიტები, რის გამოც ელექტრო პიკაპი ვერ თავსდება სტანდარტული ზომის ავტოფარეხში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.