Magdalena Posted November 3, 2020 Share Posted November 3, 2020 კომპანია Samsung-ი სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაკებთან ერთად მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ითვალისწინებს 10000 dpi გაფართოების მქონე OLED-ეკრანების დამზადებას. ამგვარი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ამაღლდეს გამოსახულების ხარისხი იმ დისპლეებში, რომლებიც უპირველეს ყოვლისა გამოყენებული იქნება ვირტუალური რეალობის სფეროში. ახალი ტექნოლოგიის გამორჩეული ინოვაცია არის ორი დამატებითი თხელი ფენის გამოყენება: ერთი დამზადებულია ვერცხლისგან, მეორე არის სპეციალიზებული შენადნობი, რომელიც აირეკლავს სინათლეს. შენადნობის ზედაპირზე განთავსებულია ნანოსკოპური სტრუქტურის მქონე ბადე, რომელიც რადიკალურად ცვლის თავის ამრეკლავ თვისებებს მოხვედრილი სინათლის შესაბამისად. ჯამში თითოეული პიქსელი იყოფა რამდენიმე უფრო მცირე ზომის პიქსელად, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს ეკრანის გაფართოება. ამგვარი შენადნობის გამოყენება აბსოლუტურად არანაირ გავლენას ახდენს ფერთა გამაზე ან კონტრასტულობაზე. ასეთი მაღალი გაფართოების მატრიცა შესანიშნავი ვარიანტი იქნება ვირტუალური რეალობის სფეროს სამომავლო მოწყობილობებისთვის და უზრუნველყოფს შესანიშნავ გამოსახულებას შესანიშნავი ხარისხით. თუმცა, ასეთი დიპლეისთვის საჭირო იქნება ამჟამად არსებულზე გაცილებით მაღალი სიმძლავრეები, რომელთაც ახლა ვერ უზრუნველყოფს ყველაზე მოწინავე ვიდეო დაფები და პროცესორებიც კი. https://bit.ly/2HUMQUw Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.