Jump to content

NASA გვიზიარებს გეგმის დეტალებს მთვარეზე ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით


Recommended Posts

NASA-ს ბლოგზე გამოქვეყნდა დეტალური სტატია, რომელშიც მოცემულია მიმდინარე ათწეულის ბოლოსთვის ადამიანის მიერ მთვარის ათვისების გეგმა. ამ გეგმიდან ბევრი რამ ამ დრომდე უკვე გამოქვეყნდა პრესაში, დღევანდელი მასალ კი წარმოდგენილია სრული სახით და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.  

image.jpeg 

2024 წლისთვის NASA-ს მისია Artemis-ის ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასვამენ ორ ასტრონავტს: ქალს და მამაკაცს. სწორედ აქედან დაიწყება მთვარის ათვისების ახალი და მიმდინარე ასწლეულში პირელი ეტაპი, რომელიც ათწლეულის ბოლოს უნდა იქცეს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გეოლოგიური ძიების სტაბილურ პროცესად. 

2024 წელს ასტრონავტების პირველი გადასმის შემდეგ ახალ ექსპედიციებს მთვარეზე ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ გაგზავნიან. ამისათვის საჭიროა ბაზის შექმნა დაშვების ადგილზე. იგეგმება, რომ ბანაკი შედგენილი იქნება სტაციონალური საცხოვრებლისგან, საბურავებზე არსებული მოძრავი „სახლისა“ და გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებისგან (როვერი). ადრეული მისიები მოკლევადიანი იქნება - გაგრძელდება 1-2 კვირა, ბანაკის გაფართოებასთან ერთად კი მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების ყოფნის ხანგრძლივობა გაგრძელდება ორ კაცზე ორ თვემდე ან ოთხ პირზე - ერთ თვემდე. 

„ყოველი ახალი მოგზაურობისას ასტრონავტები უფრო კომფორტულად იგრძობე თავს მთვარის შესწავლისას, ვიდრე ოდესმე“ - განაცხადა ვაშინგტონში NASA-ს შტაბ-ბინაში დაკომპლექტებული კოსმოსური მოგზაურობის ადმინისტრატორის თანაშემწე კეტი ლიუდერსმა. – „მთვარეზე წვდომის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიებს, რაა მივაღწიოთ ადამიანებისა და რობოტების უპრეცედენტო მდგომარეობას დედამიწიდან 240 აასი მილის დაშორებაზე. მთვარეზე ყოფნის ჩვენი გამოცდილება მიმდინარე ათწლეულში მოგვამზადებს კიდევ უფრო დიდი თავგადასავლებისკენ - ადამიანის მიერ მარსის შესწავლისკენ“. 

დაშვების ახალი ადგილი - მთვარის სამხრეთი პოლუსი - უამრავ უპირატესობას იძლევა ზედაპირზე ადამიანის გრძელვადიანი ყოფნისთვის. პირველი - არის ყინულისა და წყლის სავარაუდო არსებობა. მეორე - ჰორიზონტზე მზის არსებობის დიდი დრო, რაც უზრუნველყოფს  სინათლეს და მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობას. 

image.jpeg 

მთვარის ახალი კაფანდრის გამოცდა აუზში ხელოვნური უწონადობის პირობებში. წყარო: NASA 

ამჟამად NASA სწავლობს მთელ რიგ კომერციულ შეთავაზებებს სამომავლო აღჭურვილობის პრტოტიპების შესახებ. მთვარეზე გამოსაყენებელი ახალი სკაფანდრიც მზადაა გამოცდისთვის და ცოტა ხნის წინ დაიწყო მისი შემოწმება აუზში. მომდევნო თაობის სკაფანდრები უზრუნველყოფენ გაუმჯობესებულ მობილობას, კავშირის თანამედროვე საშუალებებსა და სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის მეტად საიმედო სისტემას წინამორბედებთან შედარებით. შედეგად ეკიპაჟ შეძებს უფრო რთული ექსპერიმენტების ჩატარებას და მეტი უნიკალური გეოლოგიური ნიმუშის მოპოვებას. 

მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის იქმნება ორი სატრანსპორტო საშუალება: ერთი ღია, რომლითაც სკაფანდრებიანი ასტრონავტები იმოძრავებენ, მეორე კი - ჰერმეტული, რომლითაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება სკაფანდრის გარეშე, თუმცა მის შიგნით მჯდომი ასტრონავტები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ სკაფანდრების ჩაცმას და მთვარის ზედაპირზე გადასვლას. ღია როვერი შესაძლებელია იყოს პილოტირებული, დაპროგრამებული ან დისტანციუ რეჟიმში მართვადი (დედამიწიდანაც კი შესაძლებელი იქნება მისი მართვა) და იგი გადაადგილდება ბანაკიდან 19.3 კილომეტრის სიშორეზე. ჰერმეტულ როვერზე მუშაობის პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება. 

იმისთვის, რომ მთვარის ბაზის დედამიწაზე დამოკიდებულება შემცირდეს, მთვარეზე წყლისა და მინერალების საბადოების ვრცელი გამოკვლევა იქნება საჭირო. ამით დაკავდება ავტომატიზებული მთვარემავალი VIPER (Volatiles Investigating Polar Exploration Rover). მთვარემავალის მთვარეზე ჩატანა დაგეგმილია კომერციული მისიის ფარგლებში. რობოტმა უნდა შეადგინოს ყინულისა და სხვა სასარგებლო მინერალების განლაგების რუკა. აღმოჩენილი რესურსების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მთვარის მისის ბედი, არამედ მარსის მისიისაც და კაცობრიობის შემდგომი ნაბიჯის ბედი მზის სისტემაში. 

ბანაკის ენერგეტიკულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მზის ფერმები და ენერგიის დაგროვების წყარო (8-დღიანი მარაგი), ასევე 10 კვტ სიმძავრის  “ბირთვული დაყოფის“ პორტატული ენერგობლოკი. ეს პატარა ელექტროსადგური შეძლებს კვებოს და დამუხტოს ბანაკის სხვა ელემენტები და უზრუნველყოფს მოქნილობას მისიის დაგეგმვაში გარკვეული დროის განმავლობაში მზის სხივებზე მუდმივი წვდომის მოთხოვნის შემცირებით.  

image.jpeg 

მიმდინარე ათწლეულში პროგრამა Artemis საფუძველს ჩაუყრის მთვარის ზედაპირზე ადამიანის ხანგრძლივ არსებობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთვარეზე არსებობის ვადა გაიზრდება კომერციული და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ადრე თუ გვიან მთვარე გახდება საბოლოო დანიშნულების ადგილი ყველასთვის ”, - აცხადებს NASA. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.