Jump to content

AMD ოთხჯერ აჭარბებს Intel-ს CPU-ის გაყიდვების მხრივ - Mindfactory-ის მონაცემები


Recommended Posts

მოახლოვდა Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების დებიუტი, კომპანია AMD ლიდერ პოზიციას იკავებს ცენტრალური პროცესორების გაყიდვის მხრივ გერმანულ საცალ ვაჭრობის ბაზარზე - ამაზე მეტყველებს დიდი გერმანული რითეილერ Mindfactory-ს მონაცემები, რომელთაც დაინტერესებულ საზოგადოებას ამჯერადაც უზიარებს ცნობილი ენთუზიასტი Ingebor. 

image.jpeg 

წარმოდგენილი გრაფიკების თანახმად, AMD ოთჯერ აღემატება კონკურენტ Intel-ს რეალიზებული პროდუქციის მხრივ: მაშ ასე, „წითლების“ მიერ გაყიდული CPU-ების რაოდენობა საერთო მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს, კონკურენტის წილი კი შესაბამისად 20 პროცენტია. 

image.jpeg 

ბუნებრივია, ხსენებული ორი კომპანიის შემოსავალიც დიდად განსხვავებულია: AMD-ის წილზე მოდის 76 %, Intel-ს კი რჩება 24 %. 

image.jpeg 

AMD-ს ყველაზე პოპულარული მოდელია Ryzen 5 3600X, რომლის 7190 ერთეული გაიყიდა, აგრეთვე Ryzen 7 3700X - რეალიზებული 3410 ერთეულით - სწორედ ამ ორმა პროცესორმა მოუტანა ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიას. რაც შეეხება Intel-ს, ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა Core i7-10700K (800 ერთეული), რომელმაც უზრუნველყო ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიის სხვა მოდელებთან შედარებით. 

image.jpeg 

image.jpeg 

ამასთან, Intel-ის ზოგიერთი მოდელის ფასი, კონკრეტულად კი Core i9-9900K-სა და Core i7-10700K ჩიპების ღირებულება, ეტაპობრივად მცირდება უკვე რამდენიმე თვეა იმ დროს, როდესაც AMD-ის ჩიპების, კერძოდ Ryzen 9 3900X, Ryzen 7 3700X და Ryzen 5 3600X ჩიპების ფასი უკვე რამდენიმე თვეა მატულობს. 

 

წყარო: Imgur, Reddit, ingebor 

ამგვარად, Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების მოახლოებული დებიუტის ფონზე Intel-ის პროდუქციის ფასი, დიდი ალბათობით, შემცირებას გააგრძელებს პოტენციური მომხმარებლების დაინტერესების მიზნით. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ AMD-ის ახალი ტექნოლოგია Smart Access Mode-ის დანერგვით, რომელიც ფუნქციონირებს ვიდეოადაპტერ Radeon RX 6000-სა და Ryzen-პროცესორთან კავშირში, ხელს შეუწყობს კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.