Jump to content

AMD-ის ტექნოლოგია Super Resolution-მა შესაძლოა შეავიწროვოს NVIDIA DLSS 2.0 – ერთიანი სტანდარტი ყველა თამაშისთვის


Recommended Posts

კომპანია AMD-ის მოწინავე ტექნოლოგია Super Resolution საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმდობის მაჩვენებელი და ექნება ღია კოდი თამაშების ყველა დეველოპერისთვის. 

რამდენიმე წლის წინ NVIDIA-მ GeForce RTX 2000 სერიის ვიდეო დაფებთან ერთად წარადგინა ტექნოლოგია DLSS. პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში მისი წარმატებები უმნიშვნელო იყო. დაახლოებით ნახევარი წლის წინ კომპანიამ გამოუშვა მეორე ვერსია მოწინავე ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც შეუძლია ნამდვილი არეულობა სრულფასოვან გამოსახულებად აქციოს 4K გაფართოებით. 

image.png 

მიუხედავად ამ ტექნოლოგიის წარმატებისა, იგი ხელმისაწვდომი არ არის ყველა ААА-პროექტისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაკლებად სახელოვან თამაშებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან სარგებელი არც ისე ბევრია, თუმცა სადაც ხელმისავწდომია - შედეგი შთამბეჭდავია. როგორც ცნობილია, ვითარების გამოსწორება გადაწყვიტა AMD-მ და ამზადებს ტექნოლოგია Super Resolution-ს. როგორც ჩანს, ეს ტექნოლოგიაც აგებული იქნება მძლავრ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც კონკურენტის ალგორითმის ანალოგიურად, თუმცა თავისებურად იმუშავებს. 

image.png 

ექსპერტების აზრით, ამგვარი მიდგომა ვითარებას დიდწილად გააუმჯობესებს. საქმე ის არის, რომ Super Resolution ტექნოლოგია იმუშავებს AMD-ის სხვა ტექნოლოგიებთან ტანდემში, რაც საფუძვლიანად შეცვლის თამაშის წესებს. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია დამყარებული იქნება ფართო ცნობილ და მეტად ეფექტურ მეთოდზე - DirectML. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას ექნება ღია კოდი, რისი წყალობით მისი ინტეგრირება შესაძლებელი იქნება დიდი რაოდენობით პროექტში. 

image.png 

დიდი ალბათობით AMD-ის ტექნოლოგია საწყის ეტაპზე DLSS 2.0-ს ჩამორჩება, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგანაც Super Resolution-ს აქვს პერსპექტივა უფრო გაფართოვდეს და გახდეს ერთიანი სტანდარტი, რაც ვერ შეძლო ან არ მოისურვა NVIDIA-მ. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია ნელა ფუნქციონირებადი ტექნოლოგია, ვიდრე მისი სრული არარსებობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.