Jump to content

NASA-მ გამოაცხადა კონკურსი მთვარეზე გამოსაყენებელი ჩასატვირთ-გადმოსატვირთი საუკეთესო მექანიზმების შექმნის შესახებ


Recommended Posts

A პუნქტიდან B პუნქტამდე მიღწევა მარტივია - განაცხადეს NASA-ში. – „სცადეთ დანიშნულების ადგილზე ყველაფრის გადატანა და ჩამოტვირთვა უსაფრთხოდ - აი სად იწყება ნამდვილი სამუშაო! ასტრონავტებს მთვარის პირველი მისიების დროს ხელით გადაჰქონდათ აღჭურვილობა კიბეების გავლით, რაც ყველაზე ნაკლებად იყო ხელსაყრელი რაიმე დიდი მოცულობის მოწყობილობების გადასაადგილებლად. და ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მთელ მსოფლიოს ვიწვევთ მის მოსაგვარებლად“. 

image.jpeg 

NASA-ს პარტნიორმა კომპანია HeroX-მა განაცხადა მთვარეზე მოწყობილობების გადასატვირთი მექანიზმების მსოფლიო კონკურსის - NASA Lunar Delivery Challenge-ის დაწყების შესახებ. დაახლოებით ერთი თვის წინ NASA-სა და HeroX-ს უნდა დაესახელებინათ მთვარის საპირფარეშოს კონკურსის გამარჯვებული, თუმცა შედეგები არ გახმაურებულა, როგორც ჩანს, NASA-მ შეთავაზებები წარმატებულად ჩათვალა და ამიტომ აღარ დაუბრუნდა ამ კონკურსს. 

მაშ ასე, მთვარეზე მოწყობილობების გადასატვირთი მექანიზმის საუკეთესო იდეისთვის კუნკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს ნებისმიერი იმ ქვეყნიდან, რომელიც არ იმყოფა აშშ-ის ფედერალური სანქციების ქვეშ. განაცხადები შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო იდეის მქონე ექვსამდე მონაწილე გაინაწილებს 25 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჯილდოს. კონკურსის მონაწილეებს არ მოეთხოვებათ იდეის დასრულებული ან დეტალური ტექნიკური აღწერა. საკმარისია კონტურული მონახაზიც კი, მთავარია იგი საინტერესო და პერსპექტიული იყოს. 

ჩვენ ვეძებთ კონცეფციებს საზოგადოებისგან, ამიტომ ეს არ არის ინჟინრების პრობლემა. გვსურს ყველას აზრი მოვისმინოთ“ - აცხადებს Paul Kessler-ი, NASA-ს კოსმოსური აპარატების დიზაინისა და ამოცანების ანალიზის ანალიტიკოსი. - ჩვენ გვაინტერესებს კონცეფციები, დაწყებული მარტივიდან დამთავრებული რთული იდეებით. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იმუშავებს ყველაფერზე უკეთ, ასე რომ დაინტერესებულნი ვართ ნებისმიერი წინადადებით“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.