Jump to content

Bestbuy-ზე დაიწყო ბიუჯეტური და მძლავრი GeForce RTX 3070 Ampere ვიდეო დაფების გაყიდვა


Recommended Posts

Best Buy გვთავაზობს GeForce RTX 3070 Ampere ვიდეო დაფებს Nvidia-სგან, Gigabyte-ისა და PNY-სგან. 

ინტერნეტ-მაღაზია Best Buy-ზე დაიწყო ახალი თაობის GeForce RTX 3070 Ampere ვიდეო დაფების გაყიდვა. ამჟამად გამოქვეყნებულია ფასები და ინფორმაცია შემდეგ მოდელებზე: Nvidia GeForce RTX 3070 Founders Edition, Gigabyte RTX 3070 Eagle, Gigabyte RTX 3070 Gaming და  ორ მოდელზე -  PNY RTX 3070. 

image.jpeg 

ვიდეო დაფა Nvidia GeForce RTX 3070 Founders Edition ღირს 500 აშშ დოლარი და ამჟამად იგი ყველაზე დაბალბიუჯეტურია წარმოდგენილი ხუთი მოდელიდან, ასევე აქვს კომპაქტური კონსტრუქცია ორი ქულერითა და რადიატორით, როგორც RTX 3080 Founders Edition-ს. რეფერენსული RTX 3070 წარმოდგენილია ერთი 8-პინიანი კვების კონექტორითა და 12-კონტაქტიანი ადაპტერით. 

image.jpeg 

ვიდეო დაფა Gigabyte GeForce RTX 3070 Eagle ასევე ღირს 500 აშშ დოლარი, იგი გვევლინება როგორც ახალი ბიუჯეტური ვარიანტი სამი ქულერით, რომლებიც კარგად აგრილებენ გრაფიკულ პროცესორს. ვიდეო დაფა ორსლოტიანია. 

image.jpeg 

Gigabyte აგრეთვე წარმოგვიდგენს გაცილებით მძლავრ მოდელს GeForce RTX 3070 Gaming, რომელიც ღირს 570 აშშ დოლარი. ბრენდი Gaming არის Gigabyte-ის საშუალო დონის პროდუქტი Eagle-თან შედარებით კარგი გაგრილებით, აქვს სამი ქულერი და არის 2.5-სლოტიანი. ამ დაფის განსაკუთრებული მახასიათებელია ორმაგი BIOS-ის გამოყენების შესაძლებლობა: ერთი BIOS უზრუნველყოფს ქარხნულ აჩქარებას უკეთესი წარმადობისთვის, მეორე კი მუშაობს უხმო რეჟიმში. 

image.jpeg 

ვიდეო დაფა PNY GeForce RTX 3070 XLR8 Gaming Epic-X ღირს 540 აშშ დოლარი და იგი ამჟამად საუკეთესო ვერსიაა PNY-ის სამქულერიან RTX 3070 მოდელებს შორის. დაფის წინა პანელზე ცენტრალური ქულერის ირგვლივ განავსებულია RGB-განათება, სამივე ქულერის ირგვლივ კი - ლითონის დამცავი გისოსები. 

image.jpeg 

Best Buy ასევე გვთავაზობს უფრო კომპაქტურ ვარიანტს - PNY GeForce RTX 3070 Dual, მის კონსტრუქციაში წარმოდგენილია ორი ქულერი და ზომით მოგვაგონებს 3070 Founders Edition-ს. დაფა თითქმის სამსლოტიანი და ღირს 540 აშშ დოლარი.  

Link to comment
Share on other sites

აღარცერთი აღარაა ვნახე ყველგან ამოყიდულია ეგ კარტები ამ ეტაპზე, მიკროცენტრი,ბესტ ბაი, ნიუეგი, ამაზონი, მე ვერ ვიპოვე ვერცერთი გაყიდვაში, გამოვიდა ალბათ ისევ 20-30 ათასი მაქსიმუმ და ყველას არ ეყო პირველი პარტია, მაგ კარტებს ანაწილებენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მარტო შტატებში არა რა თქმა უნდა, თუმცა მაგ ბაზარს დიდ ყურადღებას დაუთმობდა ნვიდია მაინც

Link to comment
Share on other sites

წამებში იყიდება თურმე, გვერდის დარეფრეშებას ვერ ასწრებენ... რაღაცნაირად ხო უნდა დარეგულირდეს ეს ბოლო-ბოლო...

Link to comment
Share on other sites

80% რატომღაც მგონია რომ პრეორდერებით და წინასწარი შეკვეთებით გაიყიდებოდა მაინერებიც აიღებდენ ცალკე პარტიებს ალბათ, დასარეგულირებელი მანდ არაფერი რჩება, ბანალურათ 10 კაცს უნდა ყიდვა და მაქს 2-3 მარტო ამ ეტაპზე გამოსული

Link to comment
Share on other sites

ნეტა რა რაოდენობით გამოუშვეს ვაბშე სიტყვაზე ეს 3070 ები?

Link to comment
Share on other sites

20-30 ათასი მეტი არა მგონია, 3080 იყო სადღაც 20000-მდე მაქს მგონი. 3090 მაგაზე ცოტა დაბენჩილი სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ userbenchmark.com გაცილებით მეტი არც იქნებოდა მაგ რიცხვებზე გამოსული, ნუ მანდ  RTX 3080 10000 დაბენჩილი სადღაც, მაქს ორ მაგდენს გამოუშვებდენ მეტი არა მგონია მაინც, 3090 2200, ნუ 5000 გამოვიდოდა ალბათ უფრო ეგეთი, 3070 ჯერ მარტო 427 მალე გაივსება 1 თვე რომ აცალო

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, George said:

20-30 ათასი მეტი არა მგონია, 3080 იყო სადღაც 20000-მდე მაქს მგონი

ცოტაა ჩემი აზრით, ბლომად უნდა გამოუშვან :D

მარტო გეიმერი იქნება ალბათ 10 მაგდენი ვისაც უნდა ყიდვა...

Link to comment
Share on other sites

მაგათ ალბათ რამდენიც უნდოდათ სამსუნგს ალბათ არ შეეძლო მაგდენის გამოშვება ამ ეტაპზე, რამდენიც შეძლეს იმდენი გამოვიდა, ყველა წილშია მანდ რატომ შეზღუდავდენ აბა, ეგრე იქნება ნავის კარტებზეც, ანუ მაქსიმალურათ ბევრის გამოშვებას შეეცდებიან tsmc მაგრამ ყველას შეიძლება მაინც ვერ ეყოს ისეთი დიდი დეფიციტიც რომ არ ჩამოყალიბდეს პირველ პარტიაზე როგორც ნვიდიას 3070-3080-3090-ზე, მაგ ბოლოსაც ვერ იყიდი შენ გონია აქვთ სადმე 1800$ მაინც, ნუ ეხლა კარგ მაყუთს იშოვის ორივე კანტორა და შემდეგ ჯერზე უკვე უფრო დიდი აბიომებით გამოუშვას შეიძლება სამსუნგმა ეგ დაფები, ახალი სერიაა და vram არ ყრია თან, დაფას სამსუნგი უმზადებს იმენა ნვიდიას, vram მიკრონი gddr6x-gddr6, 10 ნანომეტრზე აგებული შასია 8 ნანოზე დახვეწილი:  The GPUs are fabricated on an 8nm node derived from Samsung. This process is a further development of Samsung's 10nm process; no EUV is applied in production just yet. აი ეგეთი პონტია რა, ამდ ნავის სერია არის 7 ნანომეტრიან პროცესზე TSCM, რამი მანდაც მიკრონია, უბრალოთ სტანდარტული GDDR6, GDDRX6 ნვიდიას ექსკლუზივი ყოფილა ჯერ, იყო ჭორები რომ ნვიდიაც TSCM 7 ნანოზე გადადიოდა მაგრამ ეგ ჯერ არ დადასტურდა, მაგ შემთხვევაში მაშინ კარტის ზომები შემცირდებაო შემდეგ რევიზიაზე, რახან სამსუნგი მგონი TSCM დიდი ყოფილა ისედაც ზომებით ერთნაირ ნანომეტრზეც რომ დატესტო

Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...

წამებში იყიდება კიარა rtx 3070 მაქვს, ვყიდი თავისი მაღაზიის გარანტიით და კაცი შვილი არ ჩანს. არადა მაღაზიაში 7კ ლარი ღირს და 5 ად მიდევს მე 

Link to comment
Share on other sites

36 minutes ago, Sophia7575 said:

წამებში იყიდება კიარა rtx 3070 მაქვს, ვყიდი თავისი მაღაზიის გარანტიით და კაცი შვილი არ ჩანს. არადა მაღაზიაში 7კ ლარი ღირს და 5 ად მიდევს მე

შარშანდელი პოსტია :D

500$ რო უნდა ღირებულიყო 3070 :D

პარლამენტარი რო ვიყო გამოგართმევდი, მარა ჩემი 1 წლის ხელფასია ეგ კარტა დღეს :D

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ეხლა 700-800$ ჯდება თუ მიიღეს ეგ კარტები მცირე პერიოდით ბესტ ბეიში, ბოლოს რაც გაიყიდა ეგ ფასები ედო 3070-ზე, ვნახოთ იქნება დაიწყოს ფასების დაცემა

Link to comment
Share on other sites

ხო რა, 3070 - ში მაქსიმუმ 3000 ლარი მისცე კაცმა, იმედია დაიწყება დაწევა. კაი ევგას 3070 - ს მოვაგდებ რო დაიწევს :)

Link to comment
Share on other sites

მე FE მეყოფა, თერმობალიშებს გამოვუცვლიდი და ხოშიან ფორმაში იქნება მაინინგშიც 3070Ti ცხელ GDDR6X-ზე და რა თქმა უნდა გეიმინგშიც, ნუ 3070 კი აჯობებს, მართლა ძალიან ძვირი ჯდება რა ეხლა 600$ ღირს FE 3070Ti მაგრამ თუ იშოვე სადმე ისევ არარეფერანსი 1000$+ ალბათ მინიმუმ, თან განახევრებული ჰეშრეიტით ეთერეუმზე, სადაა აბა ლოგიკა ლოლ, ნვიდიას ბრალია ეგ ყველაფერი, თვითონ როგორც აწყობთ ისე უშვებენ კარტებს, ჩვენ ვკიდივართ, მაგრამ მაგხელა მოთხოვნილება რახანაა კარტებზე გეიმინგი იქნება, რენდერი ან მაინინგი, აბიომები შანსი არაა არ გაზარდონ, დრო დაჭირდებათ მაგრამ გაზრდიან აბიომებსაც და დახოდებსაც, უბრალოთ იმდენათ რამდენათაც თვითონ აწყობთ, მაგრამ წესით დეფიციტი ნელ-ნელა შემცირდება წელს თუ არა შემდეგი წლიდან მაინც უკვე და მაღალი ვოლუმების ხარჯზე წესით ფასებიც დაიწყებს დაწევას მაღაზიებში თუ დატოვებენ მაგ კარტებს გაუყიდავს გარკვეული პერიოდით მაინც, ეხლა ეგრევე აქრობენ, რაც შეეხება 5000 ლარებს და ზევით მაგ ფასათ თრეულობდენ მარტო მაინერების ის ნაწილი ვინც დარწმუნებული იყო რომ ეთერეუმი უეჭველი გაცდებოდა 5000$ მალე და ვირუჩკა კიდე უფრო გაიზრდებოდა, ისე უაზრობაა მაგ ფასათ რამის აღება, გეიმერიც არ გაეკარება 5000 ლარში არავინ

Link to comment
Share on other sites

ესე იგი ბესტბაიზე შევიხედე დღეს რამე ხომ არ შეცვლილა მეთქი, შეცვლილა კი არა და სტოკში არცერთი გეიმერული კარტა აღარ ყოფილა ლოლ, არც 2000 არც ამდ ძველი სერიები, საერთოდ არაფერი არაა ამ ეტაპზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.