Jump to content

ძმები უინკლუოსები: 500 000 ერთ Bitcoin-ზე – ეს მხოლოდ დროის ამბავია


Recommended Posts

image.png

კრიპტო ბირჟა Gemini-ს დამფუძნებლებმა ძმებმა უინკლუოსებმა დაადასტურეს თავიანთი წინა პროგნოზი და განაცხადეს, რო Bitcoin-ი ადრე თუ გვიან 500 ათასი აშშ დოლარი ეღირება. 

„საკითხი არ დგას ისე - მიაღევს თუ არა Bitcoin-ის ფასი 500 ათას აშშ დოლარს, არამედ საკითხავი ის არის, რამდენად მალე მოხდება ეს. რეალურად, მე ეს ფასი საკმაოდ კონსერვატიულად მიმაჩნია - სინამდვილეში თამაში ჯერ არც კი დაწყებულა“ - განაცხადა კემერონ უინკლუოსმა. 

ანალოგიური განცხადება ძმებმა გააკეთეს მიმდინარე წლის საწყის პერიოდში და გამოხატეს დარწმუნება, რომ Bitcoin-ი გაუსწრებს ოქროს, ნავთოსა და ამერიკულ დოლარს, როგორც ფასეულობის შენახვის საშუალება. მათ აღნიშნეს, რომ იგი არის ერთადერთი გრძელვადიანი დაცვის საშუალება ინფლაციისგან. 

ტაილერ უინკლოუსმა დაამატა, რომ მათ კრიპტოვალუტის ყიდვა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს. მისი თქმით, აგვისტოში გამოქვეყნებულ მოხსენებას - The Case for $500K Bitcoin - რომელშიც ამოთვლილი იყო Bitcoin-ის ფასის მატების ფუნდამენტალური მიზეზები, ნაწილობრივ საფუძვლად ედო აქტივის მომგებიანობის მათი საკუთარი შეფასება იმ პრობლემების ფონზე, რომელთაც განიცდიდა გლობალური ეკონომიკა. 

მოხსენებაზე მუშაობა ძმებმა დაიწყეს მიმდინარე წლის იანვარში, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. 

შეგახსენებთ, ახლახანს MicroStrategy-ს ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია გეგმავს Bitcoin-ის შენახვას მომდევნო 100 წლის მანძილზე. MicroStrategy გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ნაწილი (დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარი) კრიპტოვალუტაში ჩადო. 

 

Link to comment
Share on other sites

იყო ეგეთი პროგნოზებიც ადრე როცა ბიტკოინი 20000$ ავიდა მაგის შემდეგ მახსოვს ბევრი აკეთებდა ეგეთ პროგნოზებს, ნუ იყო 100000$, ზოგმა 50000$ დაწერა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ძალზე შორსაა კურსი მაგ მაჩვენებლებამდე, მასეთი პროგნოზების შემდეგ კი 2 წელი კი გავიდა უკვე, ნუ ზოგი მახსოვს 5 წელს ასახელებდა, ზოგი 10 ფასებსაც განსხვავებულს ასახელებდენ, მაგრამ მასეთი კურსისთვის მინიმუმ კაპიტალიზაციის გაათმაგებაა საჭირო, ანუ ეხლა თუ 400 მილიარდია სიტყვაზე გვინა 4 ტრილიარდი რომ გაათმაგდეს კურსი, ანუ 130000$ თუნდაც, 500000 ეგ დაახლოებით 38X, ანუ გვინდა დაახლოებით 15$ ტრილიარდი კაპიტალიზაცია ცალკე ბიტკოინზე და 25$ ტრილიარდამდე ჯამური მაინც ალბათ, ეგ არარეალურათ მაღალია ამ ეტაპზე ჯერ და ძალზე დიდი ცვლილებები უნდა განხორციელდეს კრიპტობაზარზე, არ ვიძახი რომ შეუძლებელია მაგის მიღწევა, მაგრამ ძალზე რთული იქნება ოდესმე რომც გაიზარდოს მაგდენზე, თუმცა არც ეგ 20000$ ეგონა ვინმეს რომ ავარდებოდა, მაგრამ კი შეძლეს 2008-ან 2017-მდე ანუ ფაქტიურათ 10 წელზე ნაკლებში მაგხელაზე კურსის გაზრდა, ყველაფერი კი ცენტებით დაიწყო

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.