Jump to content

NVIDIA-ს ახალი ფლაგმანი GeForce RTX 3080 Ti – 9 984 CUDA ბირთვი და 12 გბ GDDR6X მეხსიერება


Recommended Posts

როგორც ცნობილია ჯერ კიდევ არგამოსულმა Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფამ, რომელიც ასევე ცნობილია სახელით Big Navi, პოპულარულ Fire Strike Ultra ტესტში 10%-ით სწრაფი შედეგი აჩვენა GeForce RTX 3080-თან შედარებით. ცხადია, ეს ინფორმაცია ვერ შეაშფოებს NVIDIA-ს: მოსალოდნელია, რომ AMD-ის მონსტრის წინააღმდეგ გამოვა კიდევ უფრო სწრაფი GeForce RTX 3080 Ti.  

image.png 

აღვნიშნავთ, რომ ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, ამიტომ დაზუსტებით თქმა - გამოვა თუ არა ეს ვიდეო დაფა, ჯერჯერობით არ ღირს. ცნობილია, რომ გრაფიკული ჩიპის დასახელებაა GA102-250, შესაბამისად იგი განთავსებულია GA102-300-სა და GA102-200-ს შორის. გარდა ამისა, ნახსენებია 9984 Shader-პროცესორი (CUDA ბირთვი) და 12 გბ სწრაფი GDDR6X მეხსიერება. თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, ეს მაჩვენებელი RTX 3080-ის მაჩვენებელზე მეტია (8704) და ცოტა ნაკლები - RTX 3090-თან შედარებით (10496 Shader-პროცესორი). 

image.png 

ამჟამად GeForce RTX 3080 Ti დაფის გამოსვლის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, უცნობია მისი გამოსვლის თარიღი და ბევრი მახასიათებელი. ამ მიმართულებით ექსპერტების აზრები იყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ Ti სუფიქსის მქონე ფლაგმანები მინიმუმ 20%-ით სწრაფია ხოლმე სტანდარტულ მოდელებთან შედარებით. ხოლო თუკი დაფა განთავსდება ორ უკვე ცნობილ მოდელს შორის, ასეთ შემხვევაში 5%-ზე მეტ მატებას არ უნდა ველოდოთ. 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგაა ბოლო ინფო, ასევე უნდა გამოეშათ ვითომ 3070Ti 16gb, როგორც 3070 და 3080 უკვე 20გბ, მაშინ 3080Ti 24გბ უნდა იყოს ორმაგი რამით, ეგენი შეიძლება აღარ გამოვიდნენო ეხლა ბოლოს დაიპოსტა, შეიძლება გაორმაგებული VRAM რეფრეშისთვის შემონახონ უკვე შემდეგი წლისთვის, იყო აგრეთვე საუბარი 8 ნანომეტრიდან 7-ზე გადასვლის შემდეგ რევიზიებში, შეიძლება არც ეგ აღმოჩნდეს რეალური, მაგრამ ეგ კარტა ნამდვილათ გამოდის და უფრო უნდა ღირდეს 1000$ ფარგლებში და ამდ ნავის 6900XT პირდაპირი კონკურენტი უნდა იყოს წესით 1000$-ის, წელს შეიძლება კიდე 3060Ti ვიხილოთ 400$ სადღაც, როგორც 3070Ti 6600-620$ დაახლოებით, ეგ ბოლო 10გბ იქნება მემგონი 6800 პირდაპირი კონკურენტი 570$-ის,არა აქვს მნიშვნელობა ერთს რომ 16გბ და მეორეს მარტო 10, პერფორმანსში არა მგონია ძალზე დიდი სხვაობა იყოს მაინც, როგორც ალბათ ფასში, თუმცა ნვიდია ალბათ ცოტა უფრო ძვირი ეღირება, ნუ 50$ მაინც, მაგ ზედა ჩარტში სხვათაშორის ორნაირი 3070Ti დადებული, ერთზე არის უფრო მცირე კუდა ბირთვები ზატო 16გბ VRAM მაგრამ მარტო GDDR6, მეორეზე უფრო მეტი კუდა ბირთვები მაგრამ უკვე GDDR6X 10გბ VRAM როგორც 3080 10გბ ვერსიაზე, მე მაინც მგონია რომ ეგ მეორე უფრო ძვირი ეღირება პირველზე და უფრო მძლავრი იქნება, 3070 16გბ კი შეიძლება კაკრაზ ფასი-წარმადობით 6800 პირდაპირი კონკურენტი აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა თუ ეგ ინფო სწორია რაც მაგ ჩარტში უწერიათ, მაინც ვფიქრობ რომ ფასში სხვაობა მაქს 20-30$ იქნება მაგ ორ მოდელს შორის, მეტი არა მგონია რახან ერთი 10 და მეორე 16, მე 10 ავიღებდი მაინც, ფპს ეგ აჯობებს წესით და მაინინგ წარმადობაშიც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.