Jump to content

ჩინეთმა გამოაცხადა ციფრული იუანისთვის განკუთვნილი „ოფლაინ-საფულის“ მზადყოფნა ტესტირებისთვის


Recommended Posts

image.jpeg

მოსალოდნელია, რომ საფულე, რომლის მეშვეობით შესაძებელი იქნება თანხის გადარიცხვა მონაწილე მხარეების ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე, გამოყენებულ იქნება ციფრული იუანის საპოლოტე პროექტის მომდევნო ეტაპზე. ამის შესახებ აცხადებს 8btc ჩინეთის CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით. 

ხსენებულმა პირმა განაცხადა, რომ აპლიკაცია „მთლიანად შემუშავებულია და აქვს მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი“.  

მისი თქმით, შენჩჟენის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საპილოტე პროექტში მონაწილეთა ენთუზიაზმმა მოლოდინს გადააჭარბა. 

12 ოქტომბერს საქალაქო ხელისუფლებამ დაარიგა 50 ათასი „წითელი კონვერტი“, გამარჯვებულებმა მიიღეს 200 ციფრული იუანი, რომლის დახარჯვა შესაძლებელია 3389 სავაჭრო წერტილში. 

ლატარეაში მონაწილეობის განაცხადი შენჩჟენის თითქმის ორმა მილიონმა მაცხოვრებელმა შეიტანა. 

ექსპერტიმენტი გახლდათ პირველი ვარიანტი ჩინეთის ციფრული ვალუტის (DCEP) საგადახდო სისტემის შესამოწმებლად საზოგადოების მონაწილეობით. CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადების თანახმად პილოტში გამოყენებული იყო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული, CBDC-ის მეტად მარტივი ფუნქციები. 

ჩინეთის სახალხო ბანკმა ტესტირებისთვის შეარჩია მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო ფინანსური დაწესებულებები. 

იმის შესახებ, რომ DCEP აპლიკაციის დეველოპერები განიხილავენ მობილურ ტელეფონებს შორის ოფლაინ-ტრანზაქციებს, ცნობილი გახდა შენჩჟენში ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ. 

Primitive Ventures-ის მმართველი პარტნიორი დოვი ვანი თვლის, რომ DCEP-ზე გადასვლისთანავე ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მეტ კონტროლს მიიღებს მონეტარულ პოლიტიკაზე.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.