Jump to content

უკეთესი, ვიდრე მოსალოდნელი იყო: Apple iPhone 12-მა ექვსი მეტრის ნაცვლად ცხრა მეტრზე ჩაძირვას გაუძლო


Magdalena

Recommended Posts

iPhone 12-ის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა გაუმჯობესებული დაცვა წყლისგან. სტანდარტი, რომლითაც სერტიფიცირებული არის სმარტფონი, იგივეა - IP68. თუმცა კომპანიამ განაცხადა ჩაძირვის სამმაგი სიღრმის შესახებ. თუკი iPhone 11-ს ოფიციალური სერტიფიკაციის მიხედვით შეუძია გაძოს 2 მეტრამდე წყალში ჩაძირვისას, iPhone 12-ს შეუძლია გაძლოს 6 მეტრზე. YouTube-არხ EverythingApplePro-ს ავტორებმა ეს ფუნქცია პრაქტიკაში შეამოწმეს. 

image.jpeg 

ექსპერიმენტში ორივე მოწყობილობა მონაწილეობდა. პირველი ეტაპი მოიაზრებდა iPhone 11-ისა და iPhone 12-ის 2 მეტრ სიმაღლეზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში, ე.ი. გასული წლის მოდელის რეკომენდაციების შესაბამისად. ტესტირების შემდეგ სმარტფონებმა გამართულად გააგრძელეს მუშაობა. 

წყალგამძლეობის შემოწმების მეორე ეტაპზე სმარტფონები მოათავსეს 5.49 მეტრ სიღრმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიღრმეზე გაჩერება საპასპორტო მონაცემების მიხედვით დაშვებულია მხოლოდ iPhone 12-ისთვის, iPhone 11 არ გამორიცხეს გამოცდიდან. როგორც აღმოჩნდა, არც ისე ტყუილად: რეკომენდებული ნიშულის სამმაგი ზრდის მიუხედავად სმარტფონმა უპრობლემოდ გადაიტანა ექსტრემალური წყალქვეშა პროცედურები. 

წარმატებული ექსპერიმენტით წახალისებულმა ექსპერიმენტატორებმა ორივე iPhone კიდევ უფრო დიდ სიღრმეზე, 9.14 მეტრზე ჩაძირეს. წყლის ქვეშ სმარტფონებმა გაძლეს 21 წუთი და წყლიდან ამოღის შემდეგ ორივე ფუნქციონირებდა. 

თუმცა, როგორც არხის ავტორებმა აღნიშნეს, წყალქვეშ ჩაძირვისგან მიყენებული შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს არა მაშინვე, არამედ რამდენიმე დღეში. Apple მომხმარებლებს აფრთხილებს თავის ვებ-გვერდზე, რომ გაჯეტების წყალგაუმტარი თვისებები შეიძლება შემცირდეს სტანდარტული მოხმარების შედეგად. წყალთან კონტაქტის გამო მოწყობილობების დაზიანება ანულირებს მის გარანტიას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.