Jump to content

Intel Xe DG1 ვიდეო დაფის პირველი ტესტები შთამბეჭდავი ვერ არის - 16.5%-ით ნელი GeForce MX350-თან შედარებით


Recommended Posts

როგორც ცნობილია, Intel-ს უკვე მზად აქვს გრაფიკული პროცესორი Xe DG2, რომელიც განკუთვნილია ენთუზიასტებისთვის და ექნება წარმადობის მაღალი მაჩვენებლებით. ექსპერტები ვარაუდობენ, იგი კომპანიას საშუალებას მისცემს შეუერთდეს AMD-სა და NVIDIA-ს და ისინი ვიდეო დაფების ბაზარზე შეავიწროვოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ OEM-მწარმოებლებმა სატესტოდ უკვე მიიღეს პირველი დაფა სახელწოდებით Iris Xe Max (DG1). 

image.png 

გავრცელდა ახალი ვიდეო დაფის პირველი ტესტირების შედეგები ბენჩმარკ Geekbench 5-ზე. დაფას აქვს GDDR6 ტიპის 3 გბ გრაფიკული მეხსიერება 768 Shader-ბირთვით. GPU-ის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც. როგორც აღმოჩნდა, DG1 მოძველებულ GeForce MX330 ვერსიას მხოლოდ 5.6%-ით აღემატება, GeForce MX350-ს კი 16.5%-ით ჩამორჩება. საინტერესოა ის, რომ კონკურენტ დაფას მხოლოდ 2 გბ ვიდეომეხსიერება აქვს, DG1-ს კი - სამი. ასევე, თუკი ახალ დაფას შევადარებთ ისეთ მოძველებულ ვიდეო დაფას, როგორიცაა Radeon RX 550X, DG1 დაფა AMD-ის ყველაზე ნელ გრაფიკულ ჩიპს 6%-ით აღემატება. 

image.png 

როგორც გამოდის, Intel-ის პირველმა ვიდეო დაფამ ვერ გაამართლა. DG1 გათვლილი იყო ულტრაბიუჯეტურ ვიდეო დაფებთან კონკურენციაზე, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ ჩამორჩებოდა წარმადობით. საბოლოოდ, ბევრს რამეს ფასი გადაწყვეტს: თუკი Intel მომგებიან ფასს დაადებს, შესაძოა სიტუაცია შეიცვალოს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, პირველადი მონაცემებით Xe Max_ს საშუალება აქვს იმუშავოს პროცესორში ინტეგრირებულ Xe გრაფიკულ ბირთვთან ერთად, რაც სიჩქარის საგრძნობ ზრდას განაპირობებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.