Jump to content

ელექტრომობილები ფასით სტანდარტულ ავტომობილებს 2024 წლისთვის გაუტოლდება


Recommended Posts

ელექტრომობილების წარმოების ღირებულება შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების ფასს გაუთანაბრდება 2024 წლისთვის, მიიჩნევენ უსხვილესი შვეიცარიული ჰოლდინგ UBS-ის ექსპერტები. ამ მოვლენის შემდეგ ამოწურვად რესურსებზე, ამ შემთხვევაში საწვავზე მომუშავე ტრანსპორტზე უარის თქმა გარდაუვალი გახდება, აცხადებენ მკვლევარები გამომცემლობა The Guardian-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ექსპერტების აზრით სხვაობა ელექტრომობილებისა და შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოების ფასს შორის 2022 წლისთვის მხოლოდ 1900 აშშ დოლარი იქნება ერთ ერთეულზე, 2024 წლისთვის კი საერთოდ გაქრება. შვეიცარიელი ანალიტიკოსების კვლევა დაფუძნებულია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ბატარეების შვიდი უმსხვილესი მწარმოებლის მონაცემებზე. ექსპერტების აზრით, ელექტრომობილებისა და შიდაწვის ძრავის კომპონენტების წარმოებაში პარიტეტის მიღწევა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც აიძულებს მსოფლიოს უარი თქვას ამოწურვად საწვავ რესურსებზე. 

მჟამად მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები თავს იკავებენ უარი თქვან მომგებიანი შიდაწვის ძრავის მანქანების წარმოებაზე ელექტრომობილების ბატარეების სიძვირის გამო. ამგვარ ბატარეებს ძირითადად აწარმოებენ აღმოსავლეთაზიური კომპანიები, მაგალითად LG Chem (სამხრეთი კორეა), Panasonic (იაპონია) და CATL (ჩინეთი). აღსანიშნავია, რომ თავად აკუმულატორის ფასმა შესაძლოა შეადგინოს მთლიანი ელექტრომობილის ღირებულების მეოთხედი ან სულ მცირე ფასის 1/5. 

UBS-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2022 წლისთვის ბატარეების წარმოების ფასი შემცირდება 100 აშშ დოლარამდე 1 კვტ/სთ მოცულობაში გათვლით. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის მანქანათმშენებელი კომპანიები, რომლებიც ეცდებიან ტრადიციული შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვის მოცულობის შენარჩუნებას, რისკავენ რომ უკან ჩამორჩებიან იმ მეტად პერსპექტიულ და პროგრესულ კომპანიებს, როგორებიცაა Tesla და Volkswagen. ეს უკანასკნელი, მაგალითად, მსოფლიოში უმსხვილესია წელიწადში გამოშვებული ავტომობილების რიცხვით და მან უკვე გამოქვა სურვილი, რომ 33 მლრდ ევრო ჩადოს ინვესტიციის სახით ელექტრომობილების სფეროში. 

„2025 წლის შემდეგ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილის შესყიდვის საბაბი აღარ იარსებებს“ - განაცხადა UBS-ის ანალიტიკოსმა Tim Bush-მა. 

მან ასევე დაამატა, რომ ბატარეების საწარმოო ფასის შემცირება სასარგებლოდ წაადგეა არა მხოლოდ ელექტრომობილებს, ასევე ჰიბრიდულ მოდელებს, რომლებშიც ერთობლივად გამოიყენება შიდაწვის ძრავი და ელექტრო ბატარეა. 

image.jpeg 

Volkswagen ID.3 

ელექტრომობილების ფასი ამჟამად მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული ვერსიების ფასს, რაც მათი რეალიზაციის მასშტაბს ზღუდავს. მაგალითად, ახალ მოდელ Volkswagen Golf-ის ფასი 20280 ბრიტანული ფუნტიდან იწყება. ელექტრომობილ Volkswagen ID.3-ის ღირებულება კი, რომელიც გვევლინება გერმანული ავტოკონცერნის პირველი მასობრივი მოდელის სახით, 30 ათასი ბრიტანულ ფუნტს ზემოთაა.  

უმსხვილესი ბრიტანული ავტოკონცერნი Jaguar Land Rover თავის ერთადერთ სრულიად ელექტრო ავტომობილ Jaguar I-Pace-ს აფასებს 64 495 ბრიტანულ ფუნტად. შიდაწვის ძრავაზე მომუშავე მის ანალოგ Jaguar F-Pace-ის ფასი 44 845 ბრიტანული ფუნტიდან იწყება. 

ექსპერტების აზრით, ბატარეის წარმოების ხარჯების სწრაფი შემცირება გამოიწვევს ელექტრომობილებზე ბევრად უფრო სწრაფ გადასვლას. აღინიშნება, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ევროპასა და ჩინეთში ამ ტიპის ტრანსპორტზე უკვე იზრდება მოთხოვნა. 

დამოუკიდებელი ავტოანალიტიკოსი Matthias Schmidt თვლის, რომ 2020 წლის ბოლოს ევროპაში გაყიდული იქნება 11 მლნ ავტომობილი და ამათგან მილიონი ერთეული იქნება ელექტრომობილი და ჰიბრიდული მოდელი. UBS-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიო ავტობაზრის 17% დაკავებული ექნება ელექტომობილებს, 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 40% იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.