Jump to content

Bitcoin-ის კურსი მიმდინარე წლის მაქსიმუმს აფიქსირებს PayPal-ის წყალობით


Recommended Posts

ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ის კურსმა დააფიქსირა წლიური მაქსიმუმი და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საგადახდო სისტემა PayPal-მა გამოაცხადა, რომ ოპერაციების განხორციელების სისტემას ემატება კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ფუნქცია. ამ მოვლენის ფონზე Bitcoin-ის კურსი 8%-ით გაიზარდა და მიაღწია 12 817 აშშ დოლარს, რაც 2019 წლის ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წინა მაქსიმუმი მიმდინარე წელს შეადგენდა 12473 აშშ დოლარს.  

image.jpeg 

წყარო აღნიშნავს, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე კვირაში 11%-ზე მეტით გაიზარდა. სამშაბათს 1 Bitcoin-ის ფასმა გადააჭარა 12 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს, PayPal-ის განცხადებამ კი მას მომდევნო მატებისკენ უბიძგა. არსებული ინფორმაციის თანახმად, PayPal მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ, შეინახონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა, თანაც არა მხოლოდ Bitcoin-ი, არამედ Ethereum, Bitcoin Cash და Litecoin. გარდა ამისა, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება კრიპტოვალუტების გამოყენებით შესყიდვების განხორციელება 26 მილიონ სავაჭრო წერტილში, სადაც PayPal გამოიყენება. 

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სფეროს სხვა კომპანიებმაც დაიწყეს ყურადების მიპყრობა ციფრულ აქტივებზე. მიმდინარე თვის საწყის პერიოდში ამერიკულმა კომპანია Squre-მა, რომელიც დაკავებულია ციფრული გადახდების მიღება-დამუშავებისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილების შემუშავებით, შეისყიდა 4709 BTC 50 მლნ აშშ დოლარად და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა „უფრო მეტად გავრცელდება მომავალში“. აგვისტოში საინვესტიციო ჰოლდინგმა Fidelity-მ შექმნა Bitcoin-ზე ორიენტირებული ფონდი. 

რაც შეეხება პირველ კრიპტოვალუტას, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე მისი ფასი დაახლოებით 75%-ით გაიზარდა. მარტში კურსი დაეცა 3800 აშშ დოლარამდე, მას შემდეგ კი საკმაოდ დამაჯერებლად იზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.