Jump to content

AMD რითეილერებს შეასწავლის როგორ აირიდონ თავიდან RTX 3xxx სერიის გამოშვებისას არსებული NVIDIA-ს მსგავსი შეცდომები


Recommended Posts

AMD არ დაუშვებს სერიოზულ ხარვეზებს, რაც ნეგატიურად აისახა მისი მთავარი კონკურენტის გაყიდვებზე. 

კომპანიამ გაავრცელა განცხადება პარტნიორებისათვის, რომელიც მათ აფრთხილებს გადამყიდველებისა და ბოტების შესახებ. განცხადებაში ჩამოთვლილია საცალო ვაჭრობის "ლუქების დახურვის" გზები. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა რეალურ მყიდველებს გარანტირებული ჰქონდეთ RX 6000 სერიის ვიდეო დაფებისა და Ryzen 5000 პროცესორების ხელმისაწვდომობა. 

image.jpeg 

დოკუმენტში, რომელიც გაიგზავნა AMD-ის საცალო სავაჭრო პარტნიორებთან, კომპანიის მიერ ჩამოთვლილია რამდენიმე მეთოდი, რომლებშიც გაცემულია რეკომენდაციები, რომ აღმოიფხვრა ბოტების მიერ ლოტების შესყიდვა და უზრუნველყოფილ იქნას დინამიური პროცესი (რამდენადაც შესაძლებელი იქნება). რეკომენდაციების ჩამონათვალს მიეკუთვნება: 

  • ბოტების აღმოჩენა და დაბლოკვა; 

  • რთული "captcha"- ს განხორციელება; 

  • ლიმიტები შესყიდვაზე; 

  • დაჯავშნა; 

  • შეკვეთების ხელით, მექანიკურად დამუშავება; 

  • ლიმიტი В2В გაყიდვებზე; 

  • მარაგების განაწილება კალათებში. 

ეს რეკომენდაციები მეტნაკლებად იმ ზომების მსგავსია, რომლებიც NVIDIA-მ გაახმაურა RTX 3xxx სერიის გამოშვების წინ, თუმცა AMD დარწმუნებულია, რომ შეკვეთებზე უფრო მეტად ყურადღებით მიდგომა და ზემოთხსენებული ზომების მიღება შეამცირებს გაყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ, რომ გეიმერებმა, ენთუზიასტებმა და ციფრული კონტენტის შემქმნელებმა მარტივად შეძლონ AMD Radeon RX 6000 ვიდეო აფებისა და AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენა გაყიდვების დაწყებისთანავე და მის შემდგომ“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

ექსპერტები AMD-ს გაყიდვების წარმატებით დაწყებას უსურვებენ - კომპანიების კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მომხმარებლებისთვის. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რუსეთში მთელი კორუფციული სქემები შეიქნმა rtx3000 სერიის გაყიდვაზე და როგორც ჩანს მაგ ამბავმა დააფიქრათ :D 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.