Magdalena Posted October 23, 2020 Share Posted October 23, 2020 კომპანია Acer-მა წარადგინა ულტრაკომპაქტური პორტატული კომპიუტერი Chromebook Spin 513 Chrome OS-ის ბაზაზე. ახალ ლეპტოპს აქვს კომპაქტური კორპუსი, მაღალი წარმადობისა და ავტონომიურობის მაჩვენებელი, მუშაობს 4G LTE ქსელში. თუმცა მისი მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ იგი დამყარებულია Qualcomm-ის ARM-პროცესორზე. ლეპტოპის დადებითი მახასიათებელია თხელი და საიმედო კორპუსი. ზედა ნაწილი დამზადებული ალუმინისგან, ეკრანი და თაჩპედი დაცულია Corning Gorilla Glass-ით. დისპლეის ზომა 13.3 დუიმია, დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს. დისპლეის ირგვლივ მოცემულია თხელი ჩარჩოები, რისი წყალობით ეკრანის ფართობის შეფარდება კორპუსის ფრონტალურ ნაწილთან 78 %-ის ტოლია. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი ინტეგრირებული მიკროფონი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას ვიდეოკონფერენციის მსვლელობის ან ხმოვანი დამხმარის გამოყენებისას. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვერსია განათების მქონე კლავიატურით, რისი გათვალისწინებით ქრომბუკის გამოყენება მოსახერხებელი იქნება ცუდი განათების პირობებშიც კი. ლეპტოპის აპარატული საფუძველია გამომთვლელი პლატფორმა Qualcomm Snapdragon 7c, რომელიც აგებულია რვა Kryo 468 ბირთვის მქონე 8-ნანომეტრიანი პროცესორის ბაზაზე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული ადაპტერი Adreno 618. ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 გბ-მდე (LPDDR4X), შიდა მეხსიერება - 128 გბ-მდე. მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, Spin 513-ს შეუძლია დამუხტვის გარეშე იმუშაოს დაახლოებით 14 საათი. მოწყობილობაში წარმოდგენილია 4G LTE მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ქსელთან უწყვეტ წვდომას. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს 2×2 MIMO ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 ადაპტერები. მოწყობილობას გააჩნია ორი USB Type-C USB 3.2 Gen 1-ის მხარდაჭერით, შესაძლებელია DisplayPort-თან დაკავშირება USB-C-ს მეშვეობით და დამუხტვა USB სადენით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინტერფეისი USB Type-A. ქრომბუკი იწონის მხოლოდ 1.2 კგ-ს, კორპუსის სისქე 15.55 მილიმეტრია. აღსანიშნავია, რომ Acer-მა აგრეთვე წარადგინა ვერსია Chromebook Enterprise Spin 513, რომელიც საბაზისო მოდელისგან განსხვავდება Chrome OS-ის განბლოკილი ფუნქციით, რაც მიმართულია კორპორატიული მომხმარებლების უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფისკენ. რაც შეეხება გაყიდვის თარიღსა და ფასს, ქრომბუკის ორივე ვერსია მომდევნო წლის დასაწყისიდან გაიყიდება. საბაზისო ვერსიის ფასი იწყება 429 ევროდან, ბიზნეს-სეგმენტისთვის განკუთვნილი ვარიანტის ფასი კი იქნება არანაკლებ 699 ევრო. https://bit.ly/31uZRey Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.