Jump to content

Chain.info: მიმოქცევაში არსებული ყველა BTC-ის თითქმის 10.6% ხუთ კრიპტობირჟაზე ინახება


Recommended Posts

image.jpeg

Chain.info-ს მონაცემების თანახმად ბრუნვაში არსებული Bitcoin-ის დაახლოებით 10.6% ამჟამად კონცენტრირებულია ხუთ ცენტრალიზებულ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე. 

1.96 მილიონზე მეტი BTC ინახება ხუთ სავაჭრო კრიპტო პლატფორმაზე, ესენია: Coinbase, Huobi, Binance, OKEx და Kraken. ყველაზე მეტ Bitcoin-ს ინახავს Coinbase - 944 904 BTC განაწილებულია 4.39 მილიონ სხვადასხვა საფულეში.  

მეორე ადგილზე იმყოფება Huobi - 323 665 BTC განავსებულია დაახლოებით 901 600 უნიკალურ საფულეში. მას მოსდევს Binance  289 961 BTC თიქმის 2.7 მლნ მისამართზე. OKEx-ზე 276 184 BTC შენახულია 339 ათას საფულეში, Kraken-ზე - 126 510 BTC ინახება 672 ათას მისამართზე. 210 000 BTC ინახება კიდევ შვიდ კრიპტოსავალუტო ბირჟაზე, ესენია: Bitflyer, Bittrex, Bitfinex, Poloniex, Coincheck, Gate.io, და Bitstamp. 

Chain.info-ს მონაცემებით, ბევრი მომხმარებელი კვლავ უპირატესობას ანიჭებს ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებს მიუხედავად იმ რისკებისა, რაც თან ახლავს გასაღებზე კონტროლის არარსებობას. 2018 წელს  კრიპტო ინვესტორი და ანტრეპრენერი Trace Mayer კრიპტოვალუტების მფლობელებს პრივატულ გასაებებზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. 

შეგახსენებთ, რომ Glassnode-ის უახლესი მონაცემებით „კრიპტო ვეშაპების“ მფლობელობაში არსებული Bitcoin-მისამართების რაოდენობა მცირდება, რაც შესაძლოა მოახლოებული ხარული აღმასვლის ნიშანი იყოს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.