Jump to content

მომავალ კვირაში AMD წარადგენს Radeon RX 6900 XT-ს, Radeon RX 6800 XT-სა და Radeon RX 6800-ს


Recommended Posts

მომდევნო კვირის შუა პერიოდში შედგება Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების პრეზენტაცია. ცნობილი გახდა რომელი დაფები გამოვა ამჯერად და რა პროდუქტებს უნდა ველოდოთ იანვრამდე. 

image.jpeg 

ხალი ცნობები გააზიარა ვებ-გვერდ VideoCardz-მა AMD-ის პარტნიორების ინფორმაციაზე დაყრდნობით. მომდევნო კვირაში კომპანიამ უნდა წარადგინოს სამი ვიდეო დაფა გრაფიკულ პროცესორ Navi 21-ს სხვადასხვა მოდიფიკაციის საფუძველზე: Radeon RX 6900 XT, Radeon RX 6800 XT და Radeon RX 6800. ფლაგმანურ დაფას ექნება 5120 ნაკადური პროცესორი, GDDR6 ტიპის 16 გბ  მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, გრაფიკული პროცესორის სიხშირე - 2040/2330 მჰც. პირველი Radeon RX 6900 XT დაფები  წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ეტალონურ ვარიანტებად და შეზღუდული რაოდენობით. 

image.png 

წყარო: VideoCardz 

ერთი დონით ქვემოთ განავსდა Radeon RX 6800 XT. მის შემთხვევაში ნაკადური პროცესორების რაოდენობაა 4608, მეხსიერება წინა მოდელის იდენტურია - GDDR6 ტიპის 16 გბ  მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. ეტალონურ მოდელს ექნება 2015/2250 მჰც გრაფიკული პროცესორის სიხშირე. 

Radeon RX 6800 დაფასაც აქვს GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, თუმცა ნაკადური პროცესორების რაოდენობა შემცირებულია 4096-მდე, გრაფიკული პროცესორის ტაქტის სიხშირეებია 1815/2150 მჰც. როგორ ჩანს, ხსენებული სამი ვიდეო დაფა ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე კვარტალში, AMD-ის პარტნიორები თავიანთ ვერსიებს შემოგვთავაზებენ ნოემბერში Radeon RX 6900 XT დაფის ვარიანტის გარდა, იგი ჯერჯერობით ეტალონური დარჩება. 

მომდევნო წლის იანვარში გამოვა ორი  ვიდეო დაფა გრაფიკულ პროცესორ Navi 22-ის ბაზაზე. უფროს მოდელ Radeon RX 6700 XT-ს ექნება 2560 ნაკადური პროცესორი, Radeon RX 6700 დაფის მახასიათებლები არ კონკრეტდება. ვიდეოჩიპის სიხშირეებიც უცნობია, მეხსიერების მოცულობა კი ექნება 12 გბ 192-ბიტიანი სალტით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.