Jump to content

პორტატული დამტენი ელექტრომობილებისთვის: Porsche-მ შექმნა მობილური დამტენი სადგური, რომელთანაც ერთდროულად ათამდე ელექტრომობილის დაკავშირებაა შესაძლებელი


Recommended Posts

გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანია Porsche-მ წარადგინა გადასაადგილებელი დამტენი სადგური Porsche Turbo Charging ელექტრომობილებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ელექტრო ტრანსპორტზე გადასასვლელად. 

image.jpeg 

2.1 მვტ/სთ ენერგიის შემნახველ სისტემას შეუძლია 0-დან 100%-მდე დამუხტოს 30 ელექტრომობილი Porsche Taycan, ამასთან, საშუალებას იძლევა ერთროულად მოხდეს 10 ავტომობილის დამუხტვა. 

image.jpeg 

კომპანიის განცხადებით, იგი უკვე იყენებს რამდენიმე მსგავს სატესტო მობილურ სადგურ მთელი ევროპის მასშტაბით და შესრულებული აქვს დამუხტვის დაახლოებით 5 ათასი ოპერაცია. ტესტირების ფარგლებში კომპანიამ სისტემა შეამოწმა რთულ პირობებში -40 °C-მდე ექსტრემალურ ტემპერატურაზე. აღინიშნება, რომ მობილურმა სადგურმა ყველანაირ სირთულეს გაუძლო სიმძავრის დონის მნიშვნელოვანი კარგვის გარეშე. 

გერმანული კომპანია ასევე აცხადებს, რომ Porsche Turbo Charging სისტემა შეიმუშავა ყოველწლიურ ღონისძიება Porsche Track Experience-ზე გამოყენებისთვის. მის ფარგლებში კომპანია გვიჩვენებს ახალი მოდელების შესაძლებლობებს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გზატკეცილზე შამოწმონ ავტომობილები. ბოლოს მსგავსი მოვლენა ჩატარდა ბუდაპეშტში. პრეს-რელიზის მონაცემებით, კომპანიამ ვერ იპოვა ადგილზე ისეთი დამტენები, რომლებიც Porsche-ს მაღალ მოხოვნებს შეესაბამებოდა, ამიტომაც ინჟნრებმა საკუთარი სისტემა შექმნეს. გერმანულ კომპანია Ads-tec-ან პარტნიორობის შედეგად Porsche-მ თავი მოუყარა შვიდ სატვირთოს დამტენი სისტემითა და ბუფერული ენერგიით. 

image.jpeg 

3.2 მვტ სიმძლავრისა და 2.1 მვტ/სთ მოცულობის აკუმულატორების გარდა კომპანიას არაფერი გაუხმაურებია სისტემის მახასიათებლებისა და ფასის შესახებ. კომპანიამ განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს გამოყენებისას (მაგალითად, მზის ენერგიის) სატვირთოს ბატარეის დამუხტვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. 

შესაძლებელია, რომ Porsche არ გეგმავს სისტემის გაყიდვას კერძო მომხმარებლებზე და იგი  მხოლოდ საკუთარ პროექტებში გამოიყენოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.