Jump to content

Coinbase-მა ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი სამთავრობო მოთხოვნა მიიღო


Recommended Posts

image.jpeg

უმსხვილესმა ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა გამოაქვეყნა პირველი ანგარიში საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ.  მასში მითითებულია, რომ 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ მიიღო 1914 სამთავრობო მოთხოვნა ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. 

მოთხოვნების დაახლოებით 90% შემოვიდა სამი იურისდიქციიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. 

image.png 

წყარო: Coinbase-ის ბლოგი 

Coinbase-ს აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებმა 1113 თხოვნა გაუგზავნეს, რაც მთლიანი რიცხვის 60%-ს შეადგენს. მათ შორისაა: 

  • გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) - 340; 

  • ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო - 184; 

  • ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო - 180 და 104 მოთხოვნა, შესაბამისად. 

image.png 

წყარო: Coinbase-ის ბლოგი 

Coinbase-მა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი რეგულარულად იღებს გამოძახებებს სამართალდამცავი ორგანოებისგან. 

ეს მოთხოვნები ძირითადად გამოძახების სახით მოდის. მათში ასევე შეიძლება იყოს ჩხრეკის ორდერები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა ფორმალური პროცედურები ”, - განაცხადეს კომპანიაში. 

Coinbase-მა ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ანგარიშების გამოქვეყნებას, თუმცა არ დაუზუსტებია მათი გამოსვლის სიხშირე. 

შეგახსენებთ, სექტემბერში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ციფრული უფლებების დამცველმა არაკომერციულმა ჯგუფმა Coinbase-ს მოუწოდა გამოეშვა ანგარიშები საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ. 

კომპანიამ უნდა განაცხადოს რამდენ სამთავრობო მოთხოვნას იღებს ინფორმაციის წარდგენის შესახებ და როგორ ამუშავებს მას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.