Magdalena Posted October 17, 2020 Share Posted October 17, 2020 უკვე ცნობილია, რომ NVIDIA გეგმავს კიდევ რამდენიმე დაუანონსებელი მოდელის გამოშვებას Ampere არქიტექტურის მქონე ახალ სერიაში. პირველ რიგში ეს იქნება GeForce RTX 3080 Ti, რომელსაც ექნება 20 გბ ვიდეომეხსიერება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ვერსია GeForce RTX 3070 Super, რომელსაც ექნება 16 გბ მეხსიერება. სტანდარტულ მოდელს „Super“ სუფიქსის გარეშე 8 გბ მეხსიერება აქვს. უფრო მეტიც, ცნობილია მსგავსი დაფების გამოსვლის მიახლოებითი ვადები. ამჟამად არსებული ცნობებით, ისინი გამოვა დეკემბერში და ძლიერ კონკურენციას გაუწევს AMD-ის Big Navi-ს. გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ ცნობებს და გვიზიარებს ახალი დაფების ფასებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წინაშეა უფრო მძლავრი ვიდეო დაფები, მაღალი ფასები გარდაუვალია. როგორც ცნობილია, პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული GeForce RTX 3080 Ti დაფის ფასი 999 აშშ დოლარს შეადგენს, რეფერენსული მოდელის ფასი კი 849 აშშ დოლარიდან იწყება. ცნობილია, რომ მეხსიერების მოცულობის გაზრდის წყალობით ახალი დაფა შეძლებს უზრუნველყოს გაუმჯობესებული გეიმინგ-წარმადობა და ამ მაჩვენებლით RTX 3090-ს მიუახლოვდეს. GeForce RTX 3070 Super დაფის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც ჩანს, NVIDIA-მ ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, რადგანაც გაყიდვაში ჯერ სტანდარტული მოდელი RTX 3070 არ გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ არ იცის როგორი მოთხოვნა იქნება და შეძლებს თუ ვერა მოთხოვნის უზრუნველყოფას. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია Radeon RX 6900 XT-ს წარმატებაზე. თუკი AMD-ის ფლაგმანი შეძლებს ღირსეული კონკურენციის გაწევას, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ველოდოთ კარგ ფასდაკლებებს, თუმცა ეს საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსალოდნელია ორივე დაფის შეზღუდული ტირაჟი. https://bit.ly/37c9kuQ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted October 17, 2020 Share Posted October 17, 2020 მანქანის ფასები ადევს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.