Magdalena Posted October 17, 2020 Share Posted October 17, 2020 კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა დააფიქსირა Huawei-ს წილის მნიშვნელოვანი კლება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე: მიზეზი გახლავთ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის მიმართ შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციები. მიმდინარე წლის აპრილში, როგორც ცნობილია, Huawei სმარტფონების წამყვან მომწოდებელთა შორის პირველ ადგილას იყო გლობალური წილის 21%-ით. მეორე ადგილი ეკავა კომპანია Samsung-ს 20%-იანი წილით. გარდა ამისა, მოყვანილია Apple-ისა და Xiaomi-ს აპრილის მონაცემები - 12% და 8% შესაბამისად. აგვისტოში Huawei-ს წილი 16%-მდე შემცირდა, რის შედეგად კომპანია მეორე ადგილზე გადავიდა სმარტფონების მომწოდებლების მსოფლიო რეიტინგში. პირველი ადგილი დაიბრუნა სამხრეთკორეულმა გიგანტმა და დააფიქსირა 22%-იანი წილი. Apple-ის წილი წინა დონის მსგავსი აღმოჩნდა - დაახლოებით 12%. ამავე დროს, Xiaomi-მ შეძლო პოზიციის გამყარება 11%-ამდე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დროში Huawei-ს წილი შემცირებას გააგრძელებს, რაც კონკურენტებისთვის ხელსაყრელია. ასევე აღინიშნება, რომ მიწოდების მასშტაბი შესაძლოა გაზარდოს Apple-მა, რასაც ხელს შეუწყობს მისი პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით - ახალი თაობის iPhone 12. https://bit.ly/2H3SXG7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.