Jump to content

Fidelity ასახელებს პირობებს Bitcoin-ის კაპიტალიზაციის 500 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდისთვის


Recommended Posts

image.png

Bitcoin-ის კაპიტალიზაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი „ზღვაში წვეთია“ იმ ბაზართან შედარებით, რომელზეც მას გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შეუძლიათ პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციას 500 მლრდ აშშ დოლარიანი ნიშულისკენ უბიძგონ. ამის შესახებ ნათქვამია ფინანსურ კორპორაცია Fidelity Investments-ის ახალ კვლევაში. 

კვლევების მიმართულების დირექტორმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციონალების ნაკადს შეუძლია გააძლიეროს კრიპტოვალუტისა და ტრადიციული ბაზრების ურთიერთკავშირი, თუმცა მათ არაკორელირებადი ბუნება გააჩნიათ. 

ამასთან, ფუნდამენტალურად ციფრული აქტივები ნაკლებად მოწყვლადია ეკონომიკური სირთულეებისადმი. მსოფლიოში, სადაც საპროცენტო განაკვეთები ნულთან ახლოსაა, Bitcoin-ი „პოტენციურად სასარგებლო“ აქტივია და აუცილებლად უნდა არსებობდეს ყოველი ინვესტორის საფულეში. 

დღესდღეობით საფულეში Bitcoin-ის შეტანაზე უარის თქმის რისკები უფრო მაღალია, ვიდრე ამ შესაძლებლობის დაკარგვის რისკი” - აღნიშნავენ Fidelity-ში. 

კვლევების მიმართულების დირექტორის შეფასებით, კრიპტოვალუტების ბაზარზე ობლიგაციების ბაზრის მხოლოდ 1%-ის შემოდინებას შეუძლია Bitcoin-ის კაპიტალიზაციას 500 მლრდ აშშ დოლარისკენ უბიძგს. ანალიტიკოსი აგრეთვე განიხილავს სცენარს, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.3 ტრილიონ აშშ დოლარამდე შესაძლოა ავიდეს. 

Fidelity  აცხადებს, რომ დღესდღეობით კრიპტო ბაზარს მართავენ უპირატესად საცალო ინვესტორები, რომელთათვის ციფრული აქტივების არასტაბილურობა ნაკლებად კრიტიკულია. 

სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 211 მლრდ აშშ დოლარს. 

შეგახსენებთ, ივლისში Fidelity Investments-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ი დაასახელეს დაგროვების საშუალებად და ფინანსურ სისტემაში არსებული პრობლემებისგან დაზღვევად. 

გამოკითხვამ, რომელიც კომპანიამ ივნისში ჩაატარა, აჩვენა, რომ ყოველი მესამე ინსტიტუციონალური ინვესტორი ფლობს Bitcoin-ს. 

Link to comment
Share on other sites

არაერთხელ დადიოდა ეგ თეორია, აქამდე სამწუხაროთ არ ამხდარა, ანუ ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს როცა კაპიტალიზაცია ლამის მაქსიმალურ ატმეტკას მიუახლოვდა (ამ ეტაპზე 210$ მილიარდს შეადგენს ბიტკოინის კაპიტალიზაცია) დადიოდა პროგნოზები რომ რამდენიმე წლის შემდეგ 500 მილიარდსაც უპრობლემოთ გაცდებოდა და კურსი 30000$ მაინც ავიდოდა, მაგრამ მაგის შემდეგ 2.5 წელი გავიდა და ჯერ არ ჩანს ეგ ყველაფერი, აი 300-350 მილიარდი ალბათ კიდე შეიძლება, ეგ უფრო რეალური რიცხვებია, 500 და ზევით რომ დაფიქსირდეს კიდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, შეიძლება ოდესმე ავიდეს მაგდენზეც, მაგრამ ახლო მომავალში მეეჭვება მაინც, მანდ დაჟე 500$ რომ გაცდეს იგივე ეთერეუმი, ან ბიტკოინი 15000$, მეეჭვება მაგის შემდეგ სწრაფი ზრდა დაიწყოს, დაჟე პირიქით ეგ შეიძლება მაქსიმუმი იყოს საერთოდ და მერე ისეც დაცემა დაიწყოს კურსმა, შემდეგი წლისთვის ეგეთი ფასები სავსებით რეალურია ისე, თუმცა კორონავირუსიც უშლის ხელს და ეკონომიკური კრიზისიც კრიპტობაზრის განვითარებას ხელს და ფასების სწრაფათ ზრდას, ანუ რეზკი კატალიზატორი არ ჩანს რის ხარჯზეც შეძლებს იგივე ბიტკოინი ძალზე სწრაფათ ფასის გაზრდას, დამატებითი კრუპნი მოთამაშეები ჯერ არ ჩანან კრიპტობაზარზე, თუნდაც კორპორაციების და ინსტიტუციონალური ინვესტორების სახით,  მარტო კრუპნი ვეილსები კი მაგხელა აბიომებს ვერ გაქაჩავენ, ბანალურათ არ ეყოფათ მილიარდები, განვითარებით ვნითარდება, მაგრამ უფრო ნელი ტემპებით, მინიმალური ფასიც იზრდება ნელ-ნელა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.