Jump to content

CryptoQuant-ის CEO: „Bitcoin-ი ზრდას გააგრძელებს, რადგანაც კრიპტო-ვეშაპები რეზერვების გაყიდვას არ აპირებენ“


Recommended Posts

image.jpeg

ანალიტიკური კომპანია CryptoQuant-ის გენერალურმა დირექტორმა Ki Young Ju-მ განაცხადა, რომ ბირჟებზე Bitcoin-ების შემოდინება არ ფიქსირდება, ამიტომ BTC ზრდას გააგრძელებს. 

Young Ju-მ დაწერა, რომ „კრიპტო-ვეშაპები“ არ ჩქარობენ კრიპტოვალუტების მარაგის გაყიდვას, ამიტომ არ ხდება Bitcoin-ის შემოდინება ბირჟების საფულეებში. ბირჟებზე BTC გადარიცხვების მოცულობის შესაფასებლად, CryptoQuant-მა შექმნა საკუთარი ინდიკატორი All Exchanges Flow Flow, და ამჟამად იგი „უსაფრთხო“ ზონაში რჩება - კრიპტო-ვეშაპები არ ცვლიან Bitcoin-ებს  ბირჟის კრიპტოვალუტებზე. როგორც ჩანს, Bitcoin-ის ზრდა 11 500 დოლარ ზემოთ არ გამოიწვევს BTC-ს გაყიდვას. 

BTC-ის გაყიდვის რისკი არ არსებობს. All Exchanges Inflow Mean ინდიკატორი გვიჩვენებს ბირჟებზე კრიპტო-ვეშაპების ატიურობას. სახიფათო ზონა 2-ის ზემოთაა, თუმცა ამჟამად ინდიკატორის მაჩვენებელი დაბალია, ჩვენ უსაფრთხო ზონაში ვიმყოფებით“ - წერს CryptoQuant-ის გენერალური დირექტორი. 

image.jpeg 

გაზაფხულზე სიტუაცია სხვაგვარი იყო: 9 მარტს ინდიკატორი 2-მდე გაიზარდა, 14 მარტისთვის კი მიაღწია ნიშნულ 5-ს. სწორედ ამ პერიოდში Bitcoin-ის კურსი 4 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. 

ადრე Ki Young Ju ამბობდა, რომ მაინერების მიერ გაყიდული Bitcoin-ების მოცულობის ზრდა ვერ შეაჩერებს ბაზრის მომდევნო ხარულ ტრენდს. 

Link to comment
Share on other sites

გეტყვი რატომაც, ეგენი ასობით მილიონს აკეთებენო თითო 2000$+ ბიტკოინის ბუსტზეც კი ანუ ეგ სხვაობა კურსში უკცე უზარმაზარ მოგებას იძლევა 10000+ ბიტკოინს როცა ფლობ, ახურდავებენ მარტო თანხის ნაწილს დანარჩენი რჩებათ და ხელს არ კიდებენ, ეგრე გრძელდება უკვე კარგა ხანია, ზოგს მთლათ კაპიკებში ერგო თან ეგეთი თანხები რატომ გაყიდის როცა ბიტკოინის მინიმალური კურსი ყოველწლიურათ მატულობს და ზევით მიდის, დაჟე ჩემი 2000$ ნამაინინგარი ბიტკოინით თუ შევძელი ბუსტის პერიოდის დროს 2 თვეში 2000$  თანხის გაზრდა წარმომიდგენია ეგენი დაგეგმილი კურსის გაზრდის დროს რეებს შვებიან და რამდენ ასობით მილიონს აკეთებენ თუნდა 4-5 მილიარდიდან რასაც ფლობენ საშვალოთ, ეგეთი კი 10 ადამიანზე მეტი ყოფილა ბაზარზე, ეგენი აკონტროლებენ კურსის მაქსიმუმსაც და მინიმუმსაც, მთავარია შენც წინასწარ გათვალო ეგეთი ზრდები, როგორც წესი კარგ მოგებას დებს eth-btc ტრეიდინგი ნაისჰაშის ბირჟაზე, ერთ თვეში როცა ზრდა იწყება თავისუფლათ შეიძლება 4 თვის მაინინგის თანხა გააკეთო და ეგ მინიმუმ დიდი გარისკვების გარეშე, მანდ შედარებით უფრო საშვალო ვეილსებიც უხვათაა მოგროვილი ვისაც სიტყვაზე 1 მილიარდზე ცოტა აქვს კრიპტოვალუტაში, ეგენიც მიყვებიან კრუპონი ვეილსებს ბუსტის დროს და საჭირო როლს თამაშობენ მაგ ყველაფერში, მაგათ გარეშე 200-250 მილიარდზე ვერ აიყვანდენ ბიტკოინის კაპიტალიზაციას რაც ბოლო პერიოდში გვხდებოდა დაბუსტვების დროს, ზუსტათ მაგათ გამო ვერ ბედავენ ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტობაზარზე თამამათ შესვლას, მოულოდნელი პავაროტების გამო კურსში შეიძლება ბევრი ფული დაეკარგოთ და ეგ აღარ აწყობთ და არც თვეობით დაცდა მერე სიტუაცია რომ გაუმჯობესდეს, მილიარდების ჩადება კიდე ბევრს ბანალურათ არ სურს უკვე, 50-100 მილიონი კი უკვე სარისკოა მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.