Jump to content

რა არის კრიპტო ლიკვიდაცია და როგორ ავიცილოთ თავიდან?


Recommended Posts

image.png

ლიკვიდაცია ნებისმიერი ტრეიდერისთვის უსიამოვნო სიტყვაა, თუმცა აუცილებელი ფუნციაა კრიპტობირჟ ფუნქციონირებისთვის. 

ლიკვიდაცია - ეს არის ტრეიდერის პოზიციის იძულებითი დახურვა საწყისი მარჟის სრულად ან თითქმის სრულად დაკარგვი. ამგვარად ბირჟა აზღვევს თავის ფულს, რომელიც მარგინალური ვაჭრობისთვის იყო გასესხებული. როდესაც აქტივის ფასი აღწევს სალიკვიდაციო ფასს, ტრეიდერის პოზიცია იხურება. 

საწყისი მარჟა და მხადაჭერილი მარჟა 

ვაჭრობა საკრედიტო ბერკეტით, არსობრივად, ეს არის ვაჭრობა ნასესხები ფულით დიდი მოგების მიღებისთვის. მაგალითად, ათმაგი საკრედიტო ბერკეტით 1000-დოლარიანი პოზიციის გასახსნელად საწყისი ზღვარი, ანუ ტრეიდერისგან მიღებული ფული უნდა იყოს 100 დოლარი. 

საწყისი მარჟა - ეს არის თანხა, რომლის მარჟის საფულეში შეტანა აუცილებელია, რათა გაიხსნას არჩეული პოზიცია სასურველი საკრედიტო ბერკეტით. 

მხარდაჭერილი მარჟა - ეს არის მინიმალური საჭირო თანხა მარჟის ანგარიშზე პოზიციის გახსნისა და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად. 

ცხადია, ბირჟა არ არის დაინტერესებულილ რესურსების დაკარგვით, ამიტომ მოქმედებს ლიკვიდაციის მექანიზმი. იგი ნასესხებ მონეტებს ყიდის მიმდინარე საბაზრო ფასად, რათა უკან დაბრუნოს ფული. 

ნაწილობრივი ლიკვიდაცია 

ნაწილობრივი ლიკვიდაცია - ეს არის პოზიციის ნაწილობრივი დახურვის მცდელობა კონტრაქტის საერთო ღირებულების შესამცირებლად. სისტემა ეტაპობრივად ახდენს კონტრაქტის მიმდინარე ღირებულებასა და მაქსიმალურ ღირებულებას შორის განსხვავების ლიკვიდაციას შემცირებული რისკის ლიმიტით. ამგვარი მიდგომა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს არ დაკარგონ პოზიციები ბაზრის არასტაბილურობის პერიოდში. 

სრული ლიკვიდაცია 

სრული ლიკვიდაცია ხდება ავტომატურად, როდესაც აქტივი მიაღწევს გარკვეულ საფასო დონეს. როდესაც ეს მოხდება, ტრეიდერი კარგავს მთელ თავის მარჟას და ყველა აქტიური შეკვეთა უქმდება და წაიშლება. 

საწყისი მარჟა შესაძლოა შესუსტდეს ორი მიზეზით: საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით და საკონტრაქტო მექანიზმი. 

საკრედიტო ბერკეტი გულისხმობს პლატფორმის ფულის სესხებას იმაზე უფრო დიდ პოზიციაზე გასვლის მიზნით, ვიდრე ამის საშუალებას ტრეიდერის საკუთარი ფული იძლევა. 

მაგალითად, ტრეიდერს აქვს 1 BTC ხელმისაწვდომ ბალანსზე, მაგრამ ათმაგი საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით მას უკვე შეუძია გახსნას პოზიცია 10 BTC-ზე. ბირჟა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს აიღონ ფული მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი არაფერს დაკარგავენ. ამგვარად, ტრეიდერს შეუძლია შეინარჩუნოს მთელი თავისი მოგება, რომელიც კუთვნილი პოზიციიდან მიიღო, თუმცა მისი მარჟა გამოიყენება დანაკარგების შემთხვევაში. ამრიგად, თუკი ჯამში ბირჟა დაკარგავს ათიდან 1 BTC-ს, ტრეიდერი კარგავს მთელ თავის საწყის მარჟას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.