Jump to content

პირველი რეზიუმე Intel Rocket Lake-S-ის ტესტირების შემდეგ - მნიშვნელოვნად გაზრდილი გეიმინგ-წარმადობა, 5 გჰც სიხშირე, თუმცა მაღალი ტემპერატურა


Recommended Posts

ჩინელ ენთუზიასტ ITCooker-ს მიერ გავრცელდა 8-ბირთვიანი Rocket Lake-S პრცესორის ინჟინრული ნიმუშის ტესტირების შედეგები. Intel-ის ახალი პროცესორები 2021 წლის მარტში უნდა გამოვიდეს. როგორც ჩანს, თარიღის გადავადება უკავშირდება ახალი არქიტექტურის გაუმჯობესების აუცილებლობას. 

image.jpeg  

Intel-ის მე-11 თაობის პროცესორის რამდენიმედღიანი ტესტირების შემდეგ ITCooker-მა მოამზადა პატარა რეზიუმე. პირველ რიგში მან გამოყო შემდეგი უპირატესობები: 

  • PCI-E 4.0-ის მხარდაჭერა; 

  • AVX512 ინსტრუქციის მხარდაჭერა, თუმცა პროცესორი ძალიან ცხელდება ინსტრუქციის რვავე ბირთვზე შესრულებისას; 

  • გაზრდილი L1 და L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა. 

მიუხედავად იმისა, რომ მე-11 თაობის ახალი პროცესორები კვლავ 14 ნანომეტრიან ტექნოპროცესზეა აგებული, შეინიშნება წარმადობის რეალური გაუმჯობესება. თამაშებში Rocket Lake-S გაცილებით მაღალი წარმადობისაა, ვიდრე მე-10 თაობის Comet Lake-S პროცესორები, თუმცა მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვაში ისინი მეტად შორს არის AMD-ის 16-ბირთვიანი მოდელებისგან, რასაც აჩვენებს Cinebench R20 და R15 ტესტირებების შედეგები. 

მე-11 თაობის პროცესორებში უმთავრესია ახალი არქიტექტურა. 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის მიუხედავად, ნიმუში Rocket Lake-S თავისუფლად მუშაობს 5 გიგაჰერცზე. აუცილებელია ჰარმონიის მიღწევა AVX512-თან, რათა დაბალანსდეს წარმადობა და მაღალი ტემპერატურა. 

პროცესორს აქვს Z490 ჩიპსეტის მხარდაჭერა. პრობლემა ASRock Z490 Taichi-სთან არ აფიქსირებულა, თუმცა მისი VRM სისტემა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. PCI-E 4.0-ის მხარდაჭერა მწარმოებელზეა დამოკიდებული. 

Link to comment
Share on other sites

https://linustechtips.com/main/topic/1258148-intel-rocket-lake-s-cpu-rumors-core-i9-chips-can-turbo-all-the-way-up-to-54-55-ghz-engineering-samples-already-reaching-53ghz/

ინტელს ეტყობა რომ პანიკაში არიან და სიხშირის გაზრდის მეტი აღარ დარჩენიათ არაფერი. 10nm-ზე ქონდათ გათვლილი Willow Cove არქიტექტურა რომელსაც 18% IPC uplift ქონდა skylake-თან შედარებით, თუმცა ეს ახლები ისევ 14nm-ზეა და ამიტომ მოუწიათ ცვლილებები, ამიტომ მატება მაგხელა ვეღარ იქნება. ახალ i7-ს და i9-საც რომ ორივეს 8 ბირთვი აქვს ეგეც სულელეობაა, დამაბნეველია. სხვაობა მარტო სიხშირეშია. i9-ს 5.4-5.5 ექნებაო single turbo და i7-ს 5.0-5.2. ES-ები 5.3-მდე ქლოქავენო.ES-ები როგორც წესი მაგხელა სიხშირით არ გამოდიოდა. ეგ ნიშნავს რომ სიხშირეებაც ტესტავენ, ანუ უკვე ზღვარზე არიან. მაგაზე მეტს სიხშირეში ვეღარ გაქაჩავენ მითუმეტეს ამ ტექპროცესზე. ფასებს დააგდებენ სავარაუდოდ, რომ მაგით მაინც გაუწიონ კონკურენცია. ერთადერთი gaming-ში ჯობდნენ ცოტათი და zen 3-მა ამოქაჩა როგორც ჩანს და ამით უნდათ ეგ სახელი მაინც შეინარჩუნონ, თუმცა მაგხელა სიხშირეზე რა ენერგომოხმარება ექნება და როგორ გახურდება ეგ კიდევ საკითხავია. ცალკე 100$-იანი გაგრილება თუ დაგჭირდა რაღა გამოვიდა :D

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, მათე said:

უკვე ზღვარზე არიან. მაგაზე მეტს სიხშირეში ვეღარ გაქაჩავენ მითუმეტეს ამ ტექპროცესზე

ტექპროცესის დახვეწასთან ერთად სიხშირეს დიდად აუმჯობესებენო ვერც მაგას ვიტყვით, რადგან სენდიც მუშაობდა 5 გიგაჰერცტან ახლოს და მას მერე 10 წელია ისევ მაგ ნიშნულზე ბუქსაობენ, ეგაა რომ ქარხნულად სვავენ უკვე მაქსიმუმზე + ცოტა ენერგომოხმარება დააგდეს და ტემპერატურა დაიჭირეს :D 

1 hour ago, მათე said:

ინტელს ეტყობა რომ პანიკაში არიან

ბაზრის წილის უმეტესი მაგათია და რა ეპანიკებათ, უბრალოდ ცოტა ყურები გამოიბერტყეს და მთლად მეწველი ძროხა აღარაა მომხმარებელი რაც ამდ გამოჩნდა ახალი პროცებით

Link to comment
Share on other sites

ისე ამათმა თვითონვე რომ მიიყვანეს მაქსიმუმ სიხშირემდე პროცესორები OC-ებმა რაღა ქნან? 200მჰზ მომატებისთვის აზოტები ჩაასხან? თფუი რა დრო დადგა. ამდ-ც ვერ ყოჩარობს  რაზგონის პოტენციალში. ნელნელა ქრება/უმნიშვნელოხდება oc-ერობა cpu-ზე 😐

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, MaKaSaRa said:

ნელნელა ქრება/უმნიშვნელოხდება oc-ერობა cpu-ზე 😐

გამქრალი არაა თუ?
1% თუ იყენებს მხოლოდ, ისიც რაღაა გამოსაყენებელი ახალ სოკეტებზე? 200 მეგაჰერცის მომატება ერთი დაწკაპუნებით :D 

ბოლო ამოსუნთქვა 2066 სოკეტია, დიდი ალბათობით მაგ ხაზზეც მოკლავენ შემდეგ თაობაში აჩქარების პოტენციალს

3 hours ago, MaKaSaRa said:

ამდ-ც ვერ ყოჩარობს  რაზგონის პოტენციალში

მიხვდა რომ მომხმარებლების 99% პროცესორის სრულ პოტენციალს ითხოვს ყოველგვარი წვალების გარეშე, ესეც მაქსიმალურს წურავს პროცესორისგან და უკეთეს ფასად ყიდის :D 

იგივე ტენდენციაა ვიდეო კარტებზეც

Link to comment
Share on other sites

ტეხპპროცესი არაა მანდ მთავარი და არც ზომაც, აი მაგალითიც რომ ტეხპროცესი და პროცესორის არქიტექტურა როგორც რეალური პროცესორის ზომები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არაა აუცილებელი ტეხპროცესის დაგდებით პროცესორის რეალური ზომა შემცირდეს თუ განსხვავებულ ახალ არქიტექტურაზე გადადიან უკვე: https://www.guru3d.com/news-story/alleged-intel-alder-lake-cpu-photo-surfaces-online.html ფეიკოვი სკრინი თუ არაა ჩანს მანდ რამხელა სხვაობაა 14 და 10 ნანომეტრიან პროცესორებს შორის უკვე ზომებში, აი სიხშირეები ჯერ არაა ცნობილი მაგ 10 ნანომეტრიანზე რა სიხშირეზე იმუშავებს მაქსიმუმ, მაგრამ სავსებით რეალურია 16+16 ბირთვიც ეგეთზე, გეიმინგს რაც შეეხება და 144+ გერციან 2K ან თუნდაც 1080P მონიტორებს (ნუ 1080P შემთხვევაში ლამის 360 გერციანები გამოდიან უკვე) მანდ 10700-3700 საკმაოთ ნორმალურათ გრძნობენ თავს ამ ეტაპზე და მაღალ ფპს ანვითარებენ დაჟე 3080 კარტაზე ასე რომ მაგაზე ძლიერი დიდათ აღარაა საჭირო მითუმერეს 450$+ ფასებათ რომ აიღო თუნდაც, ეგ 270-300$ კარგი პონტია, ნუ რიზენებზე მართლა ცოტა უფრო დაბალი აქვს 200-300MHZ ჩასტოტები ბუსტზე, ზატო უფრო მაღალი ერთი ბირთვის სიმძლავრე, რომელსაც 3000 შემთხვევაში უფრო მაღალი რამის ლატენტურობა უშლის ხელს ნაწილობრივ უფრო მაღალი ფპს დასადებათ თამაშებში, ამიტომ ასე თუ ისე თანაფარდობაა მაგ ორ პროცესორს შორის ბევრ იგრებში, ნუ ვისაც რიზენ 5000 ფასები ეძვირა, დაუცადოს შემდეგი წლისთვის 5600-5700 მოდელებს ეგენი უფრო იაფი დაჯდება, ინტელზე კი i9 ექნებაო 5.5GHZ ტურბობუსტით, i7 დაახლოებით 5GHZ-მდე ალბათ მაქს, 400$+ ძვირი თუ ეღირება მარტო i9, i7 უფრო ალბათ 350$+ მაქს, ორივე 16 თრიდზეო ამჯერათ, ნუ პირველ თვეებში ეგეთი ძვირი დარჩება 5800X, მაგრამ  ეგ ახალი ინტელები სანამ გამოჩნდება მაგეებზეც დაეცემა ფასები უკვე, არა მგონია 450$ დატოვონ დიდხანს ეგ 16 თრიდიანი, მაქს პირველი რამდენიმე თვე და მერე 400$ უნდა ჩამოცდეს მინიმუმ უკვე, 10000 სერიას რაც შეეხება სხვაობა რაზგონის პოტენციალში დაახლოებით 400-500MHZ მაინც დატოვებულია K და non-k შორის, მაგრამ სხვაობა კულერის ფასში,  მინიმუმ 100$ ზატო თუ მაგდენზე გინდა ამუშავო, ნუ 10700 თუ მუგენ 5 ეყოფა 50$, ან რამე სხვა კულერი 60-70$ თუნდაც, 10700K@5GHZ მინიმუმ 150$ წყლის ჰიბრიდი ჭირდება შედარებით ნორმალური ტემპები რომ დაიჭიროს ზაფხულშიც კი იგრებში, 4.6GHZ უბერავს 10700(F) პროცესორიც საშვალოთ max turbo-ზე 160$+ ბიუჯეტურო Z490 მაზერებზეც კი (არის რამდენიმე ნორმალური მაზერი ეხლა მაგ ფასათ უკვე), ამიტომ მაგაზე ძლიერი ბევრს არა მგონია დაჭირდეს, ფასშიც კარგი 100$ სხვაობაა თან პროცესორებს შორის, მანდ ტრაინოი ნაცენკაა, მაზერი (250$+ გინდა 5GHZ რომ დასვა 10700K და ეგ მინიმუმ),კულერი, პროცესორი, სადღაც 250-300$+ უნდა მიუმატო, მე პირადათ არ მიღირს რომ ვაწყობდე ეგეთზე გეიმერულ სბორკას, 10700 მეყოფოდა უპრობლემოთ, DDR5 კი კარგი რამე უნდა იყოს და თუ ავაწყე ისევ ეგეთზე შემდეგი სბორკა უკვე, მაგ ახლებს გამოვტოვებ მაინც ალბათ, ჩემი აზრით იგრებში კიდე 5-6 წელი არ უნდა მოძველდეს მორალურათ 16 თრიდი, ნუ ახალ სერიებში უბრალოთ გაიზრდება წარმადობა კიდე, მაგრამ 20+ თრიდი ეგრე მალე არ დაჭირდება თამაშებში, მითუმეტეს 2K+ გაფართოვებაზე, სხვა რაღაცეებისთვისაც ვისაც ჭირდება პროცესორი რა თქმა უნდა უნდა აიღოს ეგეთიც და 12-16 ბირთვიანებიც თუნდაც, მაგრამ იგრებში ეგენი კიდე კარგა ხანს არ დაჭირდება, ვიდეოკარტების წარმადობა ბევრათ სწრაფათ იზრდება მაინც პროცესორის წარმადობაზე, შედარებაც არ შეიძლება და მანდ დროულათ დაბალი ტეხპროცესის ათვისებაც ვერ უშველით, ნვიდიამ აჩვენა უკვე რამდენით შეიძლება რეალურათ გაზრდა წარმადობის ერთი სერიიდან მეორეში, ძალზე მაღალი ნახტომი აჩვენეს, ეხლა კი ამდ ჯერია უკვე ნავის სერიაში გაზარდოს სერიოზულათ წარმადობა

Link to comment
Share on other sites

On 10/16/2020 at 10:31 PM, George said:

ტეხპპროცესი არაა მანდ მთავარი და არც ზომაც, აი მაგალითიც რომ ტეხპროცესი და პროცესორის არქიტექტურა როგორც რეალური პროცესორის ზომები განხვავდებიან ერთმანეთისგან და არაა აუცილებელი ტეხპროცესის დაგდებით პროცესორის რეალური ზომა შემცირდეს თუ განსხვავებულ ახალ არქიტექტურაზე გადადიან უკვე: https://www.guru3d.com/news-story/alleged-intel-alder-lake-cpu-photo-surfaces-online.html ფეიკოვი სკრინი თუ არაა ჩანს მანდ რამხელა სხვაობაა 14 და 10 ნანომეტრიან პროცესორებს შორის უკვე ზომებში

1 კვადრატულ სანტიმეტრზე ადრე რომ 2 ბირთვი და 100 მილიონი ტრანზისტორი ეტეოდა, ეხლა იგივე ზომაში 16 ბირთვი და 10 მილიარდი ტრანზისტორი დევს

Link to comment
Share on other sites

შეიძლება კაკრაზ მაგ ბირთვების რაოდენობის გამოა გაზრდილი ეგ ზომაც მაგ სერიაზე, მაგას ცოტა მოგვიანებით გავიგებთ, რახან ბევრი ფეიკოვი ნიუსი ვრცელდება ხოლმე და არ შეესაბამება რეალობას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.