Magdalena Posted October 12, 2020 Share Posted October 12, 2020 კომპანია Razer-მა დააანონსა თავისი პირველი გეიმინგ-სავარძელი: მოდელი სახელწოდებით Iskur განკუთვნილია ხანგრძლივი გეიმინგ-პროცესის კომფორტის დონის ამაღლებისთვის. სავარძელზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. Iskur-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია რეგულირებადი ღვედი. მომხმარებელს შეუძლია არეგულიროს კისრის დამჭერის პოზიცია და უზრუნველყოს ოპტიმალური მდგომარეობა მრავალსაათიანი გეიმინგ-სესიის პერიოდში. გარდა ამისა, სავარძელს აქვს იდაყვების განთავსების სისტემა 4D Armrests ოთხი მიმართულებით რეგულირების ფუნქციით. მოწყობილობა აგებულია გამყარებული ფოლადის კარკასის საფუძველზე. ზედაპირი დამზადებულია მრავალშრიანი ხელოვნური ტყავისგან. რა საკვირველია, შესაძლებელია საზურგის დახრის კუთხის რეგულირება, ზედა ნაწილზე კი მომხმარებელს შეეძლება თავის დამატებითი საყრდენის დამატება. აღსანიშნავია, რომ Iskur შესანიშნავად ერგება მომხმარებლებს, რომელთა სიმაღლეა 170-190 სმ, წონა - 136 კილოგრამამდე. უზრუნველყოფილია სავარძლის სტაბილურობა. გეიმინგ-სავარძლის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://bit.ly/2SJKLNt Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.