Jump to content

AMD-მ წარადგინა Ryzen 5000 პროცესორები Zen 3-ის ბაზაზე


Recommended Posts

როგორც მოსალოდნელი იყო, ონლაინ-პრეზენტაციაზე AMD-მ დააანონსა Ryzen 5000-სერიის პროცესორები, რომლებიც Zen 3 თაობას მიეკუთვნება. როგორც კომპანია გვპირდება, ამჯერად მას გამოუვიდა კიდევ უფრო დიდი წინსვლა წარმადობაში, ვიდრე წინა Ryzen-თაობის შემთხვევაში. შედეგად, ახალი პროდუქტები იქნება ყველაზე სწრაფები ბაზარზე არა მხოლოდ გამოთვლით ამოცანებში, არამედ გეიმინგშიც - გვპირდება AMD. 

image.jpeg 

Ryzen 5000 პროცესორების სერია მოიცავს 16-ბირთვიან Ryzen 9 5950X-ს, 12-ბირთვიან Ryzen 9 5900X-ს, 8-ბირთვიან Ryzen 7 5800X-სა და 6-ბირთვიან Ryzen 5 5600X-ს. ყველა ეს პროცესორი 5 ნოემბრიდან გაიყიდება. მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში: 

მოდელი 

ბირთვი/ ნაკადი 

TDP, ვტ 

სიხშირე, გჰც 

L3-ქეში, მბ 

კომპლექტ. ქულერი 

ფასი 

Ryzen 9 5950X 

16/32 

105 

3,4-4,9 

64 

არა 

799 $ 

Ryzen 9 5900X 

12/24 

105 

3,7-4,8 

64 

არა 

549 $ 

Ryzen 7 5800X 

8/16 

105 

3,8-4,7 

32 

არა 

449 $ 

Ryzen 5 5600X 

6/12 

65 

3,7-4,6 

32 

Wraith Stealth 

299 $ 

ახალი პროცესორები ყურადღებას იპყრობენ ორი მიმართულებით. პირველი - მიუხედავად იმისა, რომ Ryzen 5000-ის წარმოებისას გამოყენებულია TSMC-ის მომდევნო ვერსიის 7-ნანომეტრიაი ტექნოპროცესი, ტაქტის სიხშირეები დარჩა თითქმის იგივე, რაც წინა თაობის პროცესორებში. ფაქტობრივად, AMD-მ შეძლო გაეზარდა მხოლოდ მაქსიმალური სიხშირეები ტურბორეჟიმში 12- და 16-ბირთვიან პროცესორებში Precision Boost ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის ხარჯზე. საბაზისო სიხშირეები ყველა ახალ პროცესორში პირიქით შემცირდა კიდეც. 

image.jpeg 

მეორე - AMD-მ გაზარდა Ryzen 5000-ის ოფიციალური ფასები. Ryzen 3000-ის წარმომადგენლები ანალოგიური ბირთვებით ანონსის დროს 50 აშშ დოლარით იაფი ღირდა. 

image.png 

ამგვარი გადაწყვეტილება AMD-მ მიიღო იმის გამო, რომ Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორები უფრო სწრაფია წინამორბედებთან შედარებით. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X 26 %-ით სწრაფია, ვიდრე Ryzen 9 3900XT გეიმინგში, 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X-ს კი შესაძლებელია ეწოდოს პროცესორი ყველაზე მაღალი ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობით. 

image.jpeg 

უფრო მეტიც - როგორც AMD ამტკიცებს, გეიმინგ-წარმადობა უკვე აღარ არის სუსტი წერტილი Intel-ის პროცესორების ფონზე. კომპანიის თქმით, Ryzen 9 5900X საშუალოდ 7%-ით აღემატება Core i9-10900K-ს გეიმინგში 1080p გაფართოებაზე. 

image.jpeg 

ამგვარი პროგრესი აიხსნება შიდა კონსტრუქციის დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებებით: უნიციფირებული CCX-მოდული ამჯერად შედგება რვა ბირთვისგან და მოიცავს 32 მბ L3-დონის ქეშს. შედეგად მცირდება შეყოვნება მონაცემთა გაცვლისას ბირთვებსა და ქეშ-მეხსიერებას შორის და აორმაგებს L3 მისამართით გადაცემულ მეხსიერებას თითო ბირთვზე. 

image.png 

შიდა ტესტების თანახმად, ამ ყველაფერმა გაუმჯობესებულ არქიტექტურასთან ერთად უზრუნველყო IPC-წარმადობის შთამბეჭდავი 19%-იანი ზრდა. 

image.png 

AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სამომხმარებლო ქვეგანყოფილების გენერალურმა დირექტორმა Saeid Moshkelani-მ განაცხადა: „AMD-ის ახალი, Ryzen 5000-სერიის დესკტოპ-პროცესორები გაამყარებს ჩვენს ლიდერობას, დაწყებული ერთნაკადიანი ინსტრუქციებითა და ენერგოეფექტურობით, დამთავრებული - ერთბირთვიანი და მრავალბირთვიანი წარმადობით, მათ შორის გეიმინგშიც. 

image.png 

Ryzen 5000-სერიის პროცესორები იმუშავებს 500 სერიის ჩიპსეტების მქონე დედა დაფებზე BIOS-ის მარტივი განახლების შედეგად AGESA 1.1.0.0-ის ბაზაზე (მალე გამოვა). დამუშავების პროცესშია 400 სერიის პროცესორებზე დაფუძნებული დაფების მხარდაჭერა, Ryzen 5000-სთან ავსებადი პირველი BIOS-ბეტა ვერსიები 2021 წლის იანვარში გამოვა. 

მოსალოდნელია, რომ დაანონსებული პროცესორები მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან უნდა გაიყიდოს. ამასთან მომხმარებლები, რომლებიც Ryzen 9 5950X-ს, Ryzen 9 5900X-ს ან Ryzen 7 5800X-ს შეიძენენ 5 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, მიიღებენ Far Cry 6-ის უფასო ვერსიას მისი გამოშვებისას. 

 

  • Like 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

x ეგენი თუ დააკვირდი მარტო, სტანდარტული უფრო იაფიანი მოდელები ვითომ მერე გამოვაო შემდეგი წლისთვის უფრო დაბალ ფასებში, მაგალითად 5600 12 თრიდზე ვითომ 220$ ეღირებაო, იდეაში 5700 გამოვა 16, ნუ 3000 რეფრეშზე მართლა ნიტო ფასები ედო, მანდ მატება მაინც აქვს, ისინი ფაქტიურათ ეგრე ღირდა თავიდან სულ მცირე პრიროსტით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.