Jump to content

გამოჩნდა Intel-ის 500-სერიის ჩიპსეტების გამოსვლის მიახლოებითი თარიღი და ლაინაფი


Recommended Posts

პორტალ VideoCerdz-ზე გამოჩნდა ინფორმაცია მომდევნო წლის მარტში Intel Rocket Lake-S პროცესორების გამოსვლის შესახებ, მალევე ცნობილი გახდა მორიგი ინფორმაცია სამომავლო, 500-სერიის ჩიპსეტების შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იქნება Rocket Lake-S არქიტექტურის პროცესორებისთვის: მათი გამოსვლაც მომავალი წლის მარტისთვისაა დაგეგმილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს სერია დაასრულებს LGA1200 სოკეტის მხარდაჭერას, კომპანია Intel-მა დაგეგმა ჩიპსეტების სრული სპექტრის გამოშვება: მათ შორის იქნება სპეციალური ჩიპსეტი W580 სამუშაო სადგურებისთვის, ფლაგმანური Z590 მოდელები, H570 - უკომპრომისო გეიმერებისთვის, აგრეთვე ბიუჯეტური სერიის B560 და H510 ჩიპსეტები იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ სურთ უფროს მოდელებში თანხის გადახდა. 

გამოქვეყნებული ჩამონათვალის თანახმად, გეიმინგ სერია 500 გამოვა მარტის ბოლოს, რაც მიახლოებით ემთხვევა პროცესორების გამოსვლის თარიღს. 

image.png 

აც შეეხება HEDT-პლატფორმას ენთუზიასტებისთვის, როგორც ჩანს, მისი განახლება არ მოხდება დაახლოებით რვა თვის განმავლობაში. წარმოდგენილი ლაინაფი სრულდება 2021 წლის ივნისში და მის თანახმად ამ დროისთვის არ იგეგმება X299-სერიის შთამომავლის გამოშვება. 

რაც შეეხება კონკურენტ AMD-ს, HDTecnologia-ს ინფორმაციით, ომპანია ამჟამად არ გეგმავს ახალი ჩიპსეტების გამოშვებას Zen3 არქიტექტურის საფუძველზე არსებული მომავალი სერიის პროცესორებისთვის. თუმცა არის ინფორმაცია, რომ AMD-მ შესაძლოა განაახლოს მხოლოდ ფლაგმანური დონის ჩიპსეტი, ე.ი. X570 შესაძლოა ჩაანაცვლოს X670-მა, თუმცა ეს არ გახლავთ დადასტურებული ინფორმაცია. დღეისათვის ცნობილია ის, რომ პლატფორმის ცვლილება მოხდება მხოლოდ Zen 4 არქიტექტურის პროცესორების გამოსვლისას. მათ ექნებათ ახალი სოკეტი AM5 და უახლესი DDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.