Jump to content

პირველი DDR5 მეხსიერება: მოდულების მოცულობამ შესაძლებელია 256 გბ შეადგინოს


Recommended Posts

კომპანია SK Hynix-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი მომდევნო თაობის ოპერატიული მეხსიერება -  DDR5 DRAM, ანუ Double-Data-Rate Five Dynamic Random Access Memory. 

image.jpeg 

დაანონსებული პროდუქტი ოპტიმიზებულია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ აპლიკაციებზე, მანქანურ სწავლებასა და დიდი მოცულობის მონაცემებზე. წინა თაობის DDR4 მეხსიერებასთან შედარებით გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი მახასიათებელი. 

SK Hynix-ის ახალი მეხსიერება უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის 4800–5600 მბ/წმ სიჩქარეს კონტაქტზე, რაც 1.8-ჯერ აღემატება DDR4-ის საბაზისო მაჩვენებელს. ამასთან, კვება შემცირებულია 1.2-დან 1.1 ვატამდე, რაც ზრდის ენერგოეფექტურობას. 

რეალიზებულია ECC - Error Correcting Code შეცდომების კორექციის მხარდაჭერა. კომპანია ამტკიცებს, რომ წინა თაობის მეხსიერებასთან შედარებით მუშაობის საიმედოობა ოცჯერ არის გაზრდილი. 

image.jpeg 

და ბოლოს, ცხადდება, რომ SK Hynix DDR5 DRAM ოპერატიული მეხსიერების მოდულების მოცულობამ შეიძლება მიაღწიოს 256 გბ-ს Through-Silicon-Via (TSV) ტექნოლოგიის გამოყენებით. 

თავდაპირველად DDR5 DRAM სერვერულ სეგმენტში გამოჩნდება. SK Hynix აღნიშნას, რომ ახალი თაობის მეხსიერება მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგომოხმარება და მონაცემთა ცენტრების ფლობის ღირებულებას, ამასთან უზრუნველყოფს საიმედოობისა და წარმადობის დონის ზრდას. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

2022 -ის იანვარში უნდა გამოვიდესო მგონი, ხო ?

Link to comment
Share on other sites

შეიძლება მანამდეც, მაგრამ 2022-ის უფრო, ბოლო ინფოების მიხედვით მასეთი მაზერები ინტელ-ამდ-ზე ვითომ 2021 მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი, შეიძლება ცოტა დააგვიანდეთ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.