Jump to content

ხელოვნური ინტელექტი ჯანმრთელობის სადარაჯოზე: სამედიცინო კვლევებისთვის NVIDIA ააწყობს ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს დიდ ბრიტანეთში


Recommended Posts

NVIDIA ააგებს ყველაზე მძავრ სუპერკომპიუტერს დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. მოწყობილობა შევა პლანეტის უმძავრესი 30 კომპიუტერის რიცხვში. 

image.png 

კომპიუტერის სახელწოდება იქნება Cambridge-1. იგი იმუშავებს სისტემაზე - NVIDIA DGX SuperPOD, რომელიც უზრუნველყოფს 400 პეტაფლოპსამდე წარმადობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოთვლებში და 8 პეტაფლოპსს - Linpack-ში. კომპანია ამტკიცებს, რომ მოწყობილობა შევა Green500-ის ჩამონათვალში არსებული ყველაზე ენერგოეფეტური სუპერკომპიუტერების სამეულში. 

ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო პრობლემების გადაჭრას სჭირდება უზარმაზარი გამომთვლელი სიმძლავრე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. Cambridge-1 გახდება დიდი ბრიტანეთის ინოვაციების ცენტრი და ხელს შეუწყობს ნოვატორული კვლევების ჩატარებასა და მედიკამენტების შექმნას“ - განაცხადა NVIDIA-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Jensen Huang-მა. 

სისტემის ამოქმედება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე. პირველად წვდომას მიიღებენ ფარმაცევტული კომპანიები GSK, AstraZeneca, კომპანია Oxford Nanopore Technologies, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური და ლონდონის სამეფო კოლეჯი. 

სამომავლოდ სუპერკომპიუტერი გახდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მხრივ წამყვანი ბლოკის ნაწილი, რომლის აგებას NVIDIA ARM-თან ერთად აპირებს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.