Jump to content

მასიური GPU AMD "Big Navi" RDNA 2 ფლაგმანური Radeon R9 6900 XT-სთვის GDDR6 მეხსიერებით


Recommended Posts

კომპანია Coreteks-მა წარადგინა RDNA2 არქიტექტურაზე დამყარებული GPU AMD Big Navi "Navi 21"-ის ფოტო, რომელიც გამოყენებული იქნება მომდევნო თაობის ფლაგმანურ Radeon R9 6900 XT ვიდეო დაფებში. GPU გაცილებით დიდი ზომისაა AMD-ის წინა ფლაგმანურ ჩიპებთან შედარებით. 

image.png 

Coreteks-მა კრისტალზე ბმულები და წარწერები მოაშორა, თუმცა განაცხადა, რომ წარმოდგენილი GPU ნამდვილად არის პროცესორი Big Navi Navi 21”, რომელიც განთავსდება Radeon RX 6900 XT-ში. GPU ნამდვილად დიდია, ზომა დაახლოებით 536 კვადრატული მილიმეტრია. კრისტალის ზომა თითქმის იმდენივეა, როგორც ვრცელდებოდა ცნობები, რომელთა თანახმად ფლაგმნური GPU-ის ზომა 505 მმ2 უნდა ყოფილიყო. 

image.jpeg 

ფოტოზე ჩანს, რომ GPU Navi 21-ს კრისტალის სტანდარტული კორპუსი აქვს. კვლავ მიიჩნევა, რომ Navi 21 XT და XL მატრიცებს ექნებათ GDDR6 მეხსიერების სტანდარტული კონფიგურაცია იმ დროს, როდესაც Navi 21 XTX-ის კრისტალებში გამოყენებული იქნება HBM2(e) მეხსიერება. 

image.png 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო დაფას ექნება 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით ან 16 გბ VRAM 512-ბიტიანი ინტერფეისით. ყველაფერი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც გამოვა ოფიციალური მახასიათებლები, მანამდე კი ტექნიკური პრესა წარმოგვიდგენს თიზერებს და მოარულ ცნობებს.   

GPU AMD Navi 21 (RDNA 2) და Navi 10 (RDNA 1): შედარება 

image.png 

AMD-ის ფინანსურმა დირექტორმა, Devinder Kumar-მა გარკვეული ნათელი მოჰფინა RDNA 2-ის ბაზაზე არსებულ Radeon RX გრაფიკულ პროდუქტებს და განაცხადა, რომ ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ არქიტექტურასა და გრაფიკულ დაფაზე - Big Navi (Halo). 

image.png 

მეორე თაობის GPU RDNA Navi-ს რამდენიმე ფუნქცია: 

  • ოპტიმიზებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი; 

  • ვიდეო დაფების რამდენიმე ვარიანტი ენთუზიასტებისთვის; 

  • რეითრეისინგის მხარდაჭერა აპარატულ დონეზე; 

  • GDDR6 მეხსიერება; 

  • უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე პირველი თაობის GPU Navi. 

image.png 

AMD Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფებს ოფიციალურად 28 ოქტომბერს წარადგენს. 

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაინტერესებს რა გამოვა.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.