Jump to content

2020 წლის შემოდგომის საუკეთესო გეიმერული პროცესორები ნებისმიერი ბიუჯეტისთვის Pcgamer-ის ექსპერტებისგან


Recommended Posts

რა უნდა გავაკეთოთ, თუ პროცესორი ნელია და მეტისმეტად მოძველებული? ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექსპერტებს, რომლებიც ასობით ტესტს ატარებენ და შევარჩიო შესაბამისი საფასო კატეგორიისთვის ყველაზე ოპტიმაური ვარიანტი. 

image.png 

საუკეთესო გეიმინგ პროცესორი: Intel Core i7 10700K 

8 ბირთვი, 16 ნაკადი და ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ს ზემოთ ბუსტ-რეჟიმში - ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ შეფერხებები დაივიწყოთ, თანაც ხსენებულ ჩიპს შესანიშნავად შეუძლია აჩქარება. 

image.png 

საუკეთესო არჩევანი გეიმინგისა და სამუშაო ამოცანებისთვის:AMD Ryzen 9 3900X 

თამაშებში იგი „ლურჯ“ კონკურენტს ჩამორჩება, თუმცა აღემატება სამუშაო ამოცანებ საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მეტად ეფექტური და თანამედროვე სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას ყველა მიმართულებით. 

საუკეთესო არჩევანი საუკეესო ფასად: AMD Ryzen 7 3700X.  

ამ პროცესორის მავარი უპირატესობაა ფასი, რადგანაც იგი უმეტეს ფლაგმანზე იაფია, ამავე დროს უზრუნველყოფს მისაღები დონის წარმადობას, რაც დიდწილად მომხმარებლის მოლოდინებს აღემატება. ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებულია ტაქტის სიხშირეზე, იგი არ აღემატება 4.4 გჰც-ს. 

image.png 

ბიუჯეტური ვარიანტი Intel-ისგან: Intel Core i5 9400F. 

შესანიშნავი გადაწყვეტილება, თუკი გჭირდებათ თანამედროვე გეიმინგ პროცესორი, რომლის შეძენის შემდეგ საფულეში თანხა კიდევ დაგრჩებათ. ბოლო პერიოდშ იგი მეტად გაიაფდა და აქტიურად იყიდება. ერთადერთი, რაც იმედს გაგიცრუებთ, ეს არის არც ისე მაღალი ტაქტის სიხშირე - 4.1 გჰც. 

იგივე ვარიანტი AMD-სგან: AMD Ryzen 5 3600.  

ჩიპი უზრუნველყოფს გეიმინგში დაახლოებით ისეივე წარმადობას, როგორც Core i5 9400F, თუმცა მას სამუშაო ამოცანებში აღემატება. ღირს გაცილებით ძვირი, რაც მას კარგად გაყიდვაში უშლის ხელს. 

image.png 

ბიუჯეტური სისტემებისთვის:AMD Ryzen 5 3400G 

ამგვარ პროცესორს მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ იმ შემხვევაში, თუკი თანამედროვე თამაშებით არ არის დაინტერესებული. ჩიპს ინტეგრირებული გრაფიკა აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ითამაშო 5 წლის წინანდელი ჰიტები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.