Magdalena Posted September 28, 2020 Share Posted September 28, 2020 NVIDIA-მ ოფიციალურად გამოუშვა ყველაზე სწრაფი გრაფიკული დაფა GeForce RTX 3090 Ampere, რომელიც გვთავაზობს წარმადობის მაქსიმალურ დონეს და 50%-ით სწრაფია Titan RTX-თან შედარებით, თანაც მისი ფასის ნახევარი ღირს. ვიდეო დაფა NVIDIA GeForce RTX 3090 ყველაზე სწრაფია Ampere თაობის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ამჟამად საცალო გაყიდვაშია ხელმისაწვდომი. ეტალონური ვარიანტი Founders Edition 1500 აშშ დოლარი ღირს. Founders Edition გრაფიკული დაფის შეძენა ოფიციალურად შესაძლებელია ვებ-გვერდზე NVIDIA GeForce Shop - NVIDIA GeForce RTX 3090 Founders Edition 24 გბ. არარეფერენსული RTX 3090 ვარიანტები იყიდება Amazon-ზე, Newegg-სა და Best Buy-ზე. RTX 3090 დაფის მახასიათებლებია 82 SM მოდული ან 10496 CUDA-ბირთვი და აღჭურვილია RT (Ray-Tracing) ბირთვებით, ტენსორული ბირთვებითა და ახალი თაობის SM-მოდეულებით. RTX 3090 ვიდეო დაფის საბაზისო სიხშირეა 1400 მჰც, აჩქარების რეჟიმში - 1700 მჰც, TDP-ის დონეა 350 ვატი. ხსენებული ვიდეო დაფა წარმოდგენილია ახალი თაობის 24 გბ GDDR6X მეხსიერებით. Micron-ის გრაფიკული მეხსიერების უახლესი და უკეთესი კრისტალების წყალობით RTX 3090 დაფის სიჩქარეა 19.5 გბ/წმ-მდე, 384-ბიტიანი ინტერფეისი უზრუნველყოფს ჯამურ 936 გბ/წმ სიჩქარეს. https://bit.ly/331Sj41 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted September 28, 2020 Share Posted September 28, 2020 2 minutes ago, Magdalena said: 50%-ით სწრაფია Titan RTX-თან შედარებით, თანაც მისი ფასის ნახევარი ღირს რაღაცას მაინც მოგვატყუებენ ეგ ოხრები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.