Jump to content

კიდევ ერთი გეიმინგ სტრიმინგ სერვისი: Amazon-მა წარადგინა Luna


Recommended Posts

Amazon-მა წარადგინა ქლაუდ თამაშების პლატფორმა სახელწოდებით - Luna. სიახლე მოულოდნელი არ არის: გასული წლიდან მოყოლებული ვრცელდებოდა ხმები კოდური დასახელების მქონე სერვის Tempo-ზე, ასევე გამჩნდა Amazon-ის წარმოების გეიმინგ-კონტროლერი. 

image.jpeg 

უცნობია როდის ამოქმედდება Luna, თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი გახდება Windows-ზე, macOS-ზე, Fire TV-ზე, აგრეთვე iPhone-სა და iPad-ზე (ვებ-აპლიკაციის მეშვეობით). Android-ვერსიის გამოვება მოგვიანებით იგეგმება. Amazon აცხადებს, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს აშშ-ში უკვე შეუძლიათ მოითხოვონ ადრეული წვდომა. საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. 

Luna Plus ხელმისაწვდომი იქნება „საწყისი ფასით“ თვეში 5.99 აშშ დოლარად ადრეული წვდომის ეტაპზე: იგი გამომწერებს საშუალებას მისცემს ითამაშონ სხვადასხვა პროექტი ერთდროულად ორ მოწყობილობაზე ზოგიერთ თამაშში 4K-მდე გაფართოებაზე. ბუნებრივია, ქლაურდ-სერვისი იმუშავებს კომპანიის კარგად ცნობილ ვებ-პლატფორმა AWS-ზე. 

image.jpeg 

Amazon-მა განაცხადა, რომ Luna Plus-ის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება ასზე მეტი თამაში, რომელთა შორისაა Resident Evil 7, Control, Panzer Dragoon, A Plague Tale: Innocence, The Surge 2, Yooka-Laylee, GRID, Abzu და Brothers: A Tale of Two Sons. Amazon-ის განცხადებით, ეტაპობრივად მეტი თამაში დაემატება. მაგალიად, კომპანია თანამშრომლობს Ubisoft-თან ცალკე გეიმინგ არხის შექმნის მიზნით: 

გეიმერები, რომლებიც ამ არხს გამოიწერენ, წვდომას მიიღებენ Ubisoft-ის თამაშებზე 4K გაფართოებამდე, ასევე მობილურ გეიმინგ პროცესსა და ახალ თამაშებზე, როდესაც არხი ამოქმედდება: მაგალითად, AssassinsCreedValhalla, FarCry 6 და ImmortalsFenyxRisingხელმისაწვდომი გახდება ამოქმედების დღესვე. ეს გახლავთ მრავალთაგან ერთ-ერთი პირველი თამაშებ Luna-ს არხზე, სადაც მომხმარებლები შეძებენ ნებისმიერი ჟანრისა და სტუდიის თამაშებით სარგებლობას. 

image.jpeg 

image.jpeg 

Luna ინტეგრირებული იქნება Twitch-თანაც. გეიმერები Luna-ს მეშვეობით შეძლებენ უყურონ Twitch-ის ტრანსლაციებს, Twitch-ის მეშვეობით კი - ჩართავენ Luna-ს თამაშებს. საინტერესოა, რომ Bluetooth-კონტროლერებში მხარდაჭერილია ტრადიციული პერსონალური კომპიუტერის მართვა კლავიატურითა და მაუსით. Amazon-მა წარადგინა საკუთარი გეიმპადიც - Luna Controller - Alexa-ს მხარდაჭერით, რომლის ფასი ადრეული წვდომის პერიოდში 49.99 აშშ დოლარი იქნება. 

image.jpeg 

Google Stadia-ს კონტროლერის ანალოგიურად, Luna Controller უკავშირდება პირდაპირ ქლაუდს შეყოვნების შემცირების მიზნით და პრიორიტეტს ანიჭებს Wi-Fi კავშირს. Amazon-ის შეფასებით, Luna Controller Cloud Direct-ის მეშვეობით შეყოვნებას ამცირებს 17-30 მილიწამით კომპიუტერსა და Fire TV-თან Bluetooth-ით მუშაობასთან შედარებით. იმის წყალობით, რომ Luna Controller პირდაპირ ქლაუდ-სერვერს უკავშირდება, გეიმერები მარტივად შეძლებენ ეკრანებს შორის გადართვას: მაგალითად,  Fire TV-დან სმარტფონზე. 

სტრიმინგ სერვის Twitch-ის ფლობის პარალელურად Amazon ასევე მუშაობს საკუთარ თამაშებზე, მათ შორისაა ონლაინ-შუთერი Crucible, რომელიც იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ სწრაფად დაუბრუნდა დახურული ბეტა-ტესტირების სტადიას. კომპანია მუშაობს აგრეთვე მრავალმომხმარებლიან თამაშზე - New World, რომლის დებიუტი მიმდინარე ზაფხულს უნდა შემდგარიყო, თუმცა 2021 წლამდე გადაიდო. 

image.jpeg 

image.jpeg 

ამიერიდან Amazon ხდება ისეთი სერვისების პირდაპირი კონკურენტი, როგორებიცაა Google Stadia, Microsoft xCloud და GeForce Now. ვნახოთ, რა გამოვა აქედან და გახდება თუ არა ახლო მომავალში სტრიმინ-თამაშების კონფეცფია რეალურად მასობრივი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.