Jump to content

Intel-მა დააანონსა 10-ნანომეტრიანი პროცესორები SuperFin - Tiger Lake-UP3, Atom x6000E, Celeron და Pentium - Gen11 გრაფიკით


Recommended Posts

Intel-მა წარადგინა პროცესორების ახალი სერია Atom x6000E Elkhart Lake, აგრეთვე N და J სერიის  Pentium და Celeron ჩიპები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო აპლიკაციებისა და ინტერნეტ-ნივთების აპლიკაციისთვის. Intel აგრეთვე გვავაზობს Tiger Lake-UP3 ჩიპებს მაალი დონის წარმადობის მომთხოვნი პერიფერიული აპლიკაციებისთვის. 

image.png 

image.png 

Atom x6000E, Pentium და Celeron პროცესორებს აქვთ ორ- ან ოთხბირთვიანი არქიტექტურა Tremont. Atom-მოდელების საბაზისო ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.2-1.8 გჰც, მაქსიმალური კი - 3.0 გჰც. ამ ჩიპების TDP-ის დონეა 4.5-დან 12 ვატამდე იმ დროს, როდესაც Pentium-ისა და Celeron-ის წარმომადგენლების TDP-ის დონის დიაპაზონი შეადგენს 6.5-10 ვატს. 

image.png 

ყველა მოდელს აქვს 64 გბ-მდე ორარხიანი DDR4-3200 ან LPDDR4x-4267 მეხსიერების მხარდაჭერა Tiger Lake პროცესორების მსგავსად და წარმოდგენილნი არიან BGA-გამაგრების მქონე კორპუსებით. ECC მხარდაჭერა ექნება მხოლოდ Atom პროცესორებს. 

image.png 

პროცესორების სერია წარმოდგენილია Gen11 გრაფიკით, რომელიც უზრუნველყოფს ორჯერ მეტ წარმადობას წინა თაობის მოდელებში გამოყენებულ Gen9 გრაფიკასთან შედარებით. არქიტექტურა Tremont-ის წყალობით ახალ Atom-ჩიპებშიც გაიზრდება წარმადობა - 1.7-ჯერ ერთნაკადიან რეჟიმში და 1,5-ჯერ - მრავალნაკადიან ამოცანებში წინა თაობის Goldmont Plus არქიტექტურასთან შედარებით. 

image.png 

image.png 

ინტერნეტ-ნივთებისთვის განკუთვნილი პროცესორებისთვის Intel გვთავაზობს შვიდიდან ათ წლამდე მხარდაჭერის პერიოდს, მათ შორის მიკროსქემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას იმავე პერიოდის განმავლობაში. ახალი აობის პროცესორებში Intel ასევე ეყრდნობა ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას OpenVINO ინსტრუმენტების ჩათვლით, რომელსაც გააჩნია პაკეტები ავტომატიზაციის, ზონდირებისა და მანქანური ხედვის აპლიკაციების ამოქმედების დაჩქარებისთვის. 

 

გარდა ამისა, Intel გვთავაზობს Tiger Lake-UP3 ჩიპებს SuperFin-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით,  Xe LP გრაფიკით, Thunderbolt 4 ინტერფეისისა და AVX-512 და VNNI ინსტრუქციების მხარდაჭერით მაღალი წარმადობის მოთხოვნის მქონე აპლიკაციებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.