Jump to content

Huawei-მ დაადასტურა სამომხმარებლო დეკსტოპ-კომპიუტერებისა და მონიტორებისთვის მზადება


Recommended Posts

კონფერენცია Huawei Full Connect Conference 2020-ზე Huawei-ს პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების მიმართულების პრეზიდენტმა, Wang Yinfeng-მა დაადასტურა, რომ კომპანია ემზადება მონიტორებისა და სამომხმარებლო დესკტოპების გამოშვებისთვის. მისი თქმით, ბაზარზე თავდაპირველად გამოვა მონიტორები, პირველი პერსნალური კომპიუტერი კი წარდგენილი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ თავდაპირველად კომპანია გამოუშვებს ორი ან სამი მონიტორისგან შემდგარ სერიას. მასში შევა სულ მცირე ერთი მოდელი რკალისებრი ეკრანით, რომელიც განკუთვნილი იქნება გეიმერებისთვის. ვრცელდება ხმები, რომ Huawei ამგვარად ცდილობს წილი წაართვას Xiaomi-ს, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი მოწყობილობები ორიენტირებული იქნება იმავე ბიუჯეტურ კატეგორიაზე. უკვე ცნობილია, რომ ბრტყელი მონიტორების წარმოება დაეკისრება კომპანია საწარმო BOE-ს შვილობილ კომპანია BOEVT-ს. რკალისებრ მონიტორებს კი დაამზადებს TPV Technology. ცნობილია, რომ Huawei-მ უკვე შეუკვეთა 1 მილიონი ეკრანის დამზადება. 

image.jpeg 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა Huawei-ს პირველი სამომხმარებლო პერსონალური კომპიუტერის მახასიათებლები. მოწყობილობას ექნება კომპანიის საკუთარი წარმოების პროცესორი Kunpeng 920, რომელიც იმშავებს 8 გბ DDR4-2666 ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. მონაცემთა სანახი სივრცის სახით ხელმისაწვდომი იქნება 256 გბ მოცულობის SSD. კომპიუტერს ექნება ვიდეო დაფა AMD Radeon R7 430, სხვა მასახიათებლებია 180-ვატიანი კვების ბლოკი და ჩინეთში შემუშავებული ოპერაციული სისტემა UOS. 

უნდა აღინიშნოს, რომ Huawei უკვე აწარმოებს დესკტოპ კომპიუტერებს, თუმცა ისინი მიეწოდებათ მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებლებს. 

Link to comment
Share on other sites

Huawei არ ვიცი რა ფასებს დაადებს მაგრამ მონიტორების გამოშვებას Xiaomi იწყებს არარეალურათ დაბალ ფასებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.