Magdalena Posted September 26, 2020 Share Posted September 26, 2020 კონფერენცია Huawei Full Connect Conference 2020-ზე Huawei-ს პერსონალური კომპიუტერებისა და პლანშეტების მიმართულების პრეზიდენტმა, Wang Yinfeng-მა დაადასტურა, რომ კომპანია ემზადება მონიტორებისა და სამომხმარებლო დესკტოპების გამოშვებისთვის. მისი თქმით, ბაზარზე თავდაპირველად გამოვა მონიტორები, პირველი პერსნალური კომპიუტერი კი წარდგენილი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. ცნობილია, რომ თავდაპირველად კომპანია გამოუშვებს ორი ან სამი მონიტორისგან შემდგარ სერიას. მასში შევა სულ მცირე ერთი მოდელი რკალისებრი ეკრანით, რომელიც განკუთვნილი იქნება გეიმერებისთვის. ვრცელდება ხმები, რომ Huawei ამგვარად ცდილობს წილი წაართვას Xiaomi-ს, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი მოწყობილობები ორიენტირებული იქნება იმავე ბიუჯეტურ კატეგორიაზე. უკვე ცნობილია, რომ ბრტყელი მონიტორების წარმოება დაეკისრება კომპანია საწარმო BOE-ს შვილობილ კომპანია BOEVT-ს. რკალისებრ მონიტორებს კი დაამზადებს TPV Technology. ცნობილია, რომ Huawei-მ უკვე შეუკვეთა 1 მილიონი ეკრანის დამზადება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა Huawei-ს პირველი სამომხმარებლო პერსონალური კომპიუტერის მახასიათებლები. მოწყობილობას ექნება კომპანიის საკუთარი წარმოების პროცესორი Kunpeng 920, რომელიც იმუშავებს 8 გბ DDR4-2666 ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. მონაცემთა სანახი სივრცის სახით ხელმისაწვდომი იქნება 256 გბ მოცულობის SSD. კომპიუტერს ექნება ვიდეო დაფა AMD Radeon R7 430, სხვა მასახიათებლებია 180-ვატიანი კვების ბლოკი და ჩინეთში შემუშავებული ოპერაციული სისტემა UOS. უნდა აღინიშნოს, რომ Huawei უკვე აწარმოებს დესკტოპ კომპიუტერებს, თუმცა ისინი მიეწოდებათ მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებლებს. https://bit.ly/33XN9p9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 26, 2020 Share Posted September 26, 2020 Huawei არ ვიცი რა ფასებს დაადებს მაგრამ მონიტორების გამოშვებას Xiaomi იწყებს არარეალურათ დაბალ ფასებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.