Jump to content

კვლევა: ინსტიტუციონალების 90 % გეგმავს მეტი Bitcoin-ის ყიდვას


Recommended Posts

image.jpeg

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საპენსიო ფონდები და სადაზღვეო კომპანიები 78.4 მლრდ აშშ დოლარის აქტივებით უახლოეს ხუთ წელში კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს გაზრდიან. ამას მოწმობს კრიპტოდაზღვევის სერვისების პროვაიდერ Evertas-ისა და ანალიტიკური კომპანია Pureprofile-ის გამოკითხვის შედეგები. 

რესპონდენტების 84% თვლის, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების  ინტერესის ზრდას ხელს შეუწყობს ბაზრის მოსალოდნელი რეგულირება, 80-მა პროცენტმა მიზეზად ლიკვიდურობის ზრდა დაასახელა. 

მონაწილეთა 64% დარწმუნებულია კრიპტოვალუტებში ინვესტირების დადებით დინამიკაში. 26% თვლის, რომ ზრდის ტემპი რადიკალური იქნება. 

50-დან 38 რესპონდენტი ელოდება ფინანსური მომსახურების პროვაიდერების კრიპტოვალუტების სივრცეში გადასვლას. ამისათვის სტიმული იქნება ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების უარყოფითი პროცენტები. 

ინვესტიციების აქტიური ზრდისთვის ბარიერია კრიპტო ინვესტიციების შესაფერისი სადაზღვევო დაფარვის ვარიანტის არარსებობა. ამის შესახებ განაცხადეს 50-იდან 28 კომპანიის წარმომადგენელმა. რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს იმ კომპანიების ნორმატიულ-უფლებრივი შესაბამისობის არასაკმარისი დონე, რომლებიც ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს ემსახურებიან. 

ადრე Gold Bullion International-ისა და 10T Holdings-ის თანადამფუძნებელმა დენ ტაპიერომ განაცხადა, რომ ამერიკელი ინსტიტუციური ინვესტორების მომავალში ოქროთი დაინტერესება დადებითად აისახება Bitcoin-ის მასობრივ მიღებაზე.  

მისი თქმით, ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა ოჰაიოს შტატის პოლიციისა და სახანძრო დაცვის საპენსიო ფონდმა, რომელმაც 168 მილიარდი აშშ დოლარი - მთლიანი ინვესტიციების 5% - ჩადო ინვესტიციაში: ამით დაიზღვია თავი ინფლაციისგან დოლარის გლობალური რეცესიის ფონზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.