Jump to content

ცნობილი გახდა Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები – 2 560 ბირთვი, 40 გამომთვლელი ბლოკი და GPU-ის მცირე ფართობი


Recommended Posts

AMD-ის ამჟამინდელი ფლაგმანია Radeon RX 5700 XT. რეალურად მისი ფლაგმანად წოდება რთულია, რადგანაც იგი აკარად ვერ აწევს ამ სტატუსამდე და რეალურად მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს. იგი უზრუნველყოფს მისაღები დონის გრაფიკას, თუმცა ვერ უმკლავდება ანამედროვე თამაშებს 4K გაფართოებაზე მაქსიმალურ დონეზე. გახსენებაც კი რთულია, რამდენი წელია გეიმერები ელიან AMD-სგან GeForce GTX 1080Ti-სა და GeForce RTX 2080 Ti-ს, და ახლა უკვე GeForce RTX 3080-ის ღირსეული კონკურენტის გამოშვებას. 

image.png 

შესაძლოა მიმდინარე წელს AMD-მ შექმნას რამე ღირსეული, მანამდე კი ხელთ გვაქვს მორიგი საშუალო დონის დაფა Radeon RX 5700 XT-ის სანაცვლოდ. როგორც ჩანს, მას ექნება არც ისე მაალი წარმადობა, რასაც აკომპენსირებს RDNA 2 არქიტექტურის გაზრდილი ეფექტურობა. ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენ წინაშეა Radeon RX 6700 XT (შესაძლოა 6800 XT). დაფას ექნება 2560 ბირთვი, 40 გამომთვლელი ბლოკი და 192-ბიტიანი მეხსიერების სალტე. აგრეთვე ცნობილია, რომ იგი აგებულია Navi 22 გრაფიკულ პროცესორზე კოდური სახელით - Navy Founder.  

image.png 

image.png 

ამგვარი მოდელის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. სავარუდოდ, იგი მიმდინარე წლის ბოლოს გაიყიდება. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 6700 XT-ის გრაფიკული პროცესორის ფართობის იქნება 340 მმ2.  ეს მაჩვენებელი GeForce RTX 3080-სთან შედარებით 50%-ით მცირეა, თუმცა პირდაპირი ანალოგიის გაკეთება უადგილოა, ადგანაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი RDNA 2 არქიტექტურის წარმადობის შესახებ.  

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.