Jump to content

მაღალი წარმადობის Ryzen ქრომბუკებში გამოჩნდება: AMD და Google გეგმავენ 14 მაღალი წარმადობის ლეპტოპის გამოშვებას Chrome OS-ზე


Recommended Posts

კომპანია AMD-მ გამოუშვა ახალი მობილური პროცესორები Ryzen და Athlon, რომლებიც საფუძვლად დაედება ახალი თაობის ქრომბუკებს. Zen-არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი ეს მობილური ჩიპები განკუთვნილია ქრომბუკების მუშაობის აჩქარებისთვის ვებ-გვერდების ნახვსა და მრავალამოცანიან რეჟიმებში. 

image.jpeg 

Acer-მა, ASUS-მა, HP-მ და Lenovo-მ უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ წარადგინონ საბაზისო და მაღალი დონის ლეპტოპების ფართო სპექტრი Chrome OS-ის ბაზაზე ამ ჩიპების გამოყენებით. ჩიპები ბაზრის ქვედა სეგმენტისკენაა მიმართული: AMD აპირებს Intel-ისთვის შეტევას და ბაზრის წილი დაკავებას. როგორც ცნობილია, ახალი Ryzen და Athlon პროცესორები 178%-ით სწრაფია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით. 

Zen,  როგორც ბირთვი, შემოდის ქრომბუკებში -  განაცხადა AMD-ის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა Robert Halleck-მა. - როგორც ჩანს, ყველა ბავშვს აქვს ლეპტოპი Chrome OS-ის ბაზაზე. ქრომბუკები სულ უფრო მეტ ბაზარს იპყრობს გაცილებით დაბალი ფასისა და მაღალი წარმადობის წყალობით. და ჩვენც, რა ქმა უნდა, გვსურს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველა მიმართულების პროდუქცია: საგანმანათლებლოდან დაწყებული - სამეწარმეოთი დამთავრებული“. 

AMD Ryzen და Athlon 3000 C სერიის მობილური პროცესორები შეიქმნა Google-თან თანამშრომლობის ფარგლებში და საფუძვლად დაედება ქრომბუკებს, რომელთა პირველი ნაწილი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა გამოვიდეს. 2020 წლის ბოლოს ვიხილავთ 14 მოდელს. AMD აცხადებს, რომ მობილური პროცესორი Ryzen 7 3700C უზრუნველყოფს 251%-ით მაღალ გრაფიკულ წარმადობას წინა თაობის ქრომბუკებში არსებულ AMD-ის ჩიპებთან შედარებით, ასევე - 104%-ით მეტ წარმადობას საოფისე ამოცანებში და 152%-ით მეტს - ფოტოების რედაქტირებაში. 

image.jpeg 

ოთხბირთვიანი და რვანაკიდიანი ჩიპები - Ryzen 7 3700C და Ryzen 5 3500C იწარმოება დღევნდელი გადასახედიდან მოძველებული, TSMC-ის 12-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 2-ბირთვიანი 4-ნაკადიანი Ryzen 3 3250C დამზადებულია კიდევ უფრო ძველი, 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. და ბოლოს, Athlon Gold 3150C (2 ბირთვი, 4 ნაკადი) და Athlon Silver 3050C (2 ბირთვი, 2 ნაკადი) ასევე დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ჩიპების ენერგომოხმარების მაჩვენებელი დაახლოებით 15 ვატია. 

რეალურად, ეს ახალი ჩპები არის სახელშეცვლილი ძველი ჩიპები გარკვეული ცვლილებებით. მაგალიად, Ryzen 7 3700C-ის მახასიათებლები Ryzen 7 3700U ჩიპის იდენტურია (მათ შორის 10 ბირთვი Radeon Vega ტაქტის სიხშირით 1400 მჰც). Ryzen 5 3500C-იც ნაცნობია: იგი გამოიყურება, როგორც სახელშეცვლილი 3500U (8 ბირთვი Radeon Vega სიხშირით 1200 მჰც). 

მოკლედ, როგორც Tirias Research-ის ანალიტიკოსი Kevin Krewell ამტკიცებს, AMD-მ მოახდინა მიკროსქემების ძველი დიზაინის ადაპტირება და მასში გარკვეული გაუმჯობესებები შეიტანა მეხსიერების სიჩქარესა და SATA-კონტროლერში. ეს ახალი ჩიპები ა აისახება 7-ნანომეტრიანი Ryzen-ის მიწოდებაზე და ამავდროულად საშუალებას იძლევა შეიქმნას შესანიშნავი ქრომბუკები, რომლებიც გამორჩეული იქნება ავტნომიური მუშაობის კარგი მაჩვენებლებითა და წარმადობით. 

ჯერ კიდევ 2019 წელს AMD-მ პირველად გამოუშვა ქრომბუკებისთვის განკუთვნილი პროცესორები ძველ ბირთვებზე. მას შემდეგ AMD-ის წილი Chrome OS-ზე არსებული სასკოლო ლეპტოპების ბაზარზე 5.2%-ით გაიზარდა 2019 წელს და 20%-ზე მეტად - ახლანდელი მონაცემებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.